ბენდუ. რატომ ვარ ამაყი…

Posted on Updated on

IMG_1066იმ ღამეს „ამბავი“ რომ გავიგეთ ყველანი უნივერსიტეტში წავედით… რა თქმა უნდა, თავისთავად, უძილოდ შემოგვათენდა…

მეორე დღემაც რაღაცნაირად ჩუმად და უსიტყვოდ, ყელში ბურთით ჩაიარა…

საღამოს შაკო, ფორთო და ბატონი ვატო შეგვხვდნენ… თვითონაც გაუმხნევებლებმა გაგვამხნევეს, გვითხრეს, რომ ყველაფერი გრძელდება და იმაზე მეტად დაგვაიმედეს, ვიდრე ოდესმე. დარბაზი სავსე იყო და მე კახასთან „მმართველების“ შეხვედრა გამახსენდა. რატომღაც წარმოვიდგინე, რომ კარს შემოაღებდა, თავისებური ნაბიჯებით შემოვიდოდა, ერთი ორს გაიხუმრებდა და დარბაზიც გაისუსებოდა. პირველად არის, როცა დაწერა მინდა მასთან დაკავშირებული, ჩემი ცხოვრებისეული „ბესთების“ მაგრამ ჯერ არ გამომდის. ალბათ მერე დავწერ.

ფოიეში სანთლებისა და უფრო კი სიჩუმის სუნი დგას. წარმოდგინეთ, სულ მხიარული „ადმინისტრაციაც“ კი დუმს. დასიებული და სადღაც წასული თვალებით ისევ საქმიანად დადან, თუმცა მათი ხალისი და ფეისბუქ ურთიერთტროლებიც კი სადრაც გაქრა.

და მე, ერთი უბრალო სტუდენტი უკიდურესად ამაყი ვარ! იმ საშინლად რთული 24 საათის შემდეგ სახლში მოვედი და სწრაფად დავიძინე. ძალით, თუმცა მაინც. მეორე დილას ძალიან ადრე ავდექი, თავს ძალა დავატანე და ფილოსოფიის კითხვა დავიწყე, ბავშვებს შევეხმიანე და ტრადიციულად 1 საათით ადრე მივედით. რაღაცები გადავიმეორეთ და გამოცდაზე შევედით. გამოცდამაც ჩვეულებრივ ჩაიარა.

დიახ, დღეს ვდუმვართ, ვგლოვობთ, თუმცა მეილზე მაინც მოდის ახალი ვაკანსიები ჩვენი ეიჩარისგან. დიახ, ისევ ვწერთ დავალებებს და ვაგზავნით დედლაინებზე.მე ხვალ უფრო ადრე უნდა ავდგე და საღამოს გადასაგზავნი პროექტი, ჩემს გოგოებთან ერთად გავამზადო. დიახ, მე მაინც ვნერვიულობ მომავალ ქვიზზე სამართალსა და ეკონომიკაში. და ზუსტად ამიტომ ვარ ამაყი. ცრემლიანი თვალებისა და უამრავი მოგონებების პარალელურად არ წყდება, იშლება პროცესი. აი რა შეძლო ამ კაცმა. ცოცხალი ცხოველქმედება, რომელსაც ვერაფერი აღუდგება წინ. და ამიტომ ვარ ახლა მსოფიოში ყველაზე ამაყ და ძლიერ სტუდენტთაგან ერთ-ერთი…

10633865_774770322594953_3754953306984702964_oდა ამის მერე კი მე, როგორც რიგით პაიკს, არ მაქვს, მოსაგებად დაწყებული პარტიის წაგების უფლება. გაჩერება შეუძლებელი და მიუღებელია.

მე ვაკეთებ ჩემს საქმეს!

მე მაქვს გაასმაგებული მოტივაცია და პასუხისმგებლობა!

ზუსტად ამიტომ მე დღეს იმაზე ამაყი ვარ, ვიდრე ოდესმე!

მადლობა!

მარიკა ომანიძე

მართვის სკოლის სტუდენტი

Advertisements

2 thoughts on “ბენდუ. რატომ ვარ ამაყი…

    *** said:
    23.11.2014, 00:36

    რა თქმა უნდა (ერთად არ იწერება)

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s