ის ლიბერალი ბურთივით მრგვალი

Posted on

10532800_10205004173125216_6797666252854368228_nმიჭირს წერა, მიჭირს გამოთქმაც, მიჭირს წარმოდგენაც, რომ კახა ბენდუქიძე აღარ არის. აქ ყოფნაც პირველად გამიჭირდა ამ ხუთი თვის მანძილზე.

იაპონიაში პრეზიდენტის ვიზიტისას ერთად ვიყავით. ქუჩაში შემთხვევით გამვლელი იაპონელები განსაკუთრებული მოწიწებით მოდიოდნენ და კახას მუცელზე დაუკითხავად თავს, ლოყას და ხელებს ადებდნენ. თითქოს ემთხვეოდნენ. თავიდან გაერთო, მერე მობეზრდა და გაბრაზდა, რას გადამეკიდა ეს ხალხიო. საბოლოოდ გაირკვა, რომ იაპონიაში მსუქანი კაცი კეთილდღეობისა და მშვიდობის მომტანია. და მასაც, როგორც ღვთაებას ემთხვეოდნენ. ძალიან სასაცილო და საყვარელი სანახავი იყო, როცა მობეზრდებოდა და ბუზღუნს იწყებდა. პირველად მაშინ თქვა ფრაზა: „ო, მიშა შენ რა გითხარი, ამ სიშორეზე სად წამომიყვანეო“. „ო, მიშა შენ რა გითხარი….“ შემდგომში მფრინავ ფრაზად იქცა. მაგალითად: „ეს მინისტრად რამ დაგანიშნინა?!“ სულ ბოლოს მისი სახალისო ფრაზით ასრულებდა: „ო მიშა შენ რა გითხარი, ეს რა ხალხი მოიყვანე, რა ხალხი!“

კახასთან შეუძლებელი იყო ურთიერთობა კამათის და შემდეგ ჩხუბის გარეშე. ყველა რეფორმა ასე მიიწევდა წინ. ყოველი ასეთი კონფლიქტის შემდეგ, მე მქონდა საპატიო მისია – შერიგების ორგანიზება. შერიგების მისიას ყოველთვის ვიწყებდი ორბელიანის ფრაზით ნათქვამს ილია ჭავჭავაძის მიმართ: „ის ლიბერალი ბურთივით მრგვალი“. მისია წარმატებით და მშვიდობით სრულდებოდა კახასთან, მისივე რეცეპტით მომზადებული და ქალბატონი რუსუდანის მიერ გაწყობილი სუფრით.

ბოლოჯერ, დაპატიმრებამდე რამდენიმე დღით ადრე ვნახე. წამოსვლისას ეზომდე გამომაცილა, გამომშვიდობებისას იაპონია გამახსენდა და თავი გვერდულად მუცელზე დავადე, როგორც კეთილ ღვთაებას. გაეცინა და მითხრა, შენ ეგ არ გიშველის, მაინც დაგიჭერს ბიძინა, მაგრამ არაუშავს, ახალგაზრდა ხარ და გაუძლებ, მე ვიკითხოო!

მას შემდეგ აღარ მინახავს. უკვე აქედან, მატროსოვიდან წერილი მივწერე ბევრი smile-ით. მართალია, მისი აქ, ციხეში ყოფნა წარმოუდგენელი და შეუძლებელი იყო. პასუხი აღარ მიმიღია.

მშვიდობით ჩემო მეგობარო! მე ვიცი, რომ გავა არც ისე ბევრი წელიწადი და ორ „ბურთივით მრგვალ ლიბერალს“ შორის შთამომავლობა ძალიან ბევრს იპოვის საერთოს, განსხვავებას კი ძალიან ცოტას! ბევრი smile- ით გემშვიდობები.

გიგი უგულავა

თბილისის ყოფილი მერი, კახა ბენდუქიძის მეგობარი

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s