კა­ხა ბენ­დუ­ქი­ძე – larger than life

Posted on

k450001ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რას ლა­კო­ნი­უ­რო­ბა არ უყ­ვარს, არც ქარ­თ­ვე­ლებს უყ­ვართ. მაგ­რამ ამ სიტყ­ვამ­რავ­ლო­ბა­ში ალ­ბათ ყვე­ლას დაგ­ვ­რ­ჩა რამ­დე­ნი­მე წი­ნა­და­დე­ბა, რო­მე­ლიც სულ თან დაგ­ვ­ყ­ვე­ბა და მე­რეც, ბევ­რი წლის თავ­ზეც, იმა­ზე გვე­ფიქ­რე­ბა, ერ­თხე­ლაც იქ­ნე­ბა და ეს წი­ნა­და­დე­ბა ჩემს ცხოვ­რე­ბა­შიც და­მე­მარ­თე­ბაო.

ასე­თი იყო ჩემ­თ­ვის ერ­თა­დერ­თი ფრა­ზა “ოთა­რა­ანთ ქვრი­ვი­დან”, შე­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი და მოკ­ლე – “ზა­რი დი­დი იყო..”. მას მე­რე სულ მე­ფიქ­რე­ბო­და, რა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს ჩვენს თავს ისე­თი, რომ იმა­ვე ტრა­გი­კუ­ლი ლა­კო­ნი­უ­რო­ბით შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ “ზა­რი დი­დი იყო”.

ჰო­და წი­ნა კვი­რას პირ­ვე­ლად ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში დი­დი იყო ზა­რი.

მა­ნამ­დე, ერ­თი კვი­რით ად­რე, მო­ი­წე­რა, კარ­გად ვარ და მტრის ჯი­ნა­ზე ერ­თად ვაგ­რ­ძე­ლებთ ბრძო­ლა­სო. ჭო­რებს არ და­უ­ჯე­რო­თო. მე­რე გა­ვი­და რამ­დე­ნი­მე დღე და მე­გო­ბარ­მა მომ­წე­რა, კა­ხა ბენ­დუ­ქი­ძე აღარ არი­სო. კი­დევ ერ­თხელ გა­ვი­ცი­ნე კა­ხას ნა­წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლე­ბი ჭო­რის ახ­დე­ნა­ზე.

ბო­ლოს ზა­რი მარ­თ­ლა დი­დი იყო.

ახ­ლა მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე რა­მის თქმა მინ­და და ერ­თი ისაა, რომ სულ თა­ვი­დან­ვე, მას მე­რე, რაც კა­ცობ­რი­ო­ბის წი­აღ­ში იდე­ე­ბი და­ი­ბა­და და ამ იდე­ე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლებ­მა ერ­თ­მა­ნეთ­თან ბრძო­ლა და­იწყეს, არ­სე­ბობ­დ­ნენ ორ­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნე­ბი. ისი­ნი, ვი­საც სჯე­რო­და, რომ ადა­მი­ა­ნი არის და­ცე­მუ­ლი, ბო­რო­ტი და უსუ­სუ­რი არ­სე­ბა, რო­მე­ლიც ამ­ქ­ვეყ­ნად უნ­და ათ­რიო ან თა­ვი უნ­და ით­რი­ოს; და მე­ო­რე­ნი, ვი­საც სულ არ ეგო­ნა ადა­მი­ა­ნი სათ­რე­ვი, არც შე­სა­ცო­დი და არც ბო­რო­ტი და სჯე­რო­და მი­სი ბუ­ნე­ბი­თი სი­კე­თის. და ასე მო­ვე­დით აქამ­დე, ორი ბა­ნა­კი სა­ხე­ლებ­საც იც­ვ­ლი­და და იც­ვ­ლი­და ფორ­მებს, მაგ­რამ ფუ­ძემ­დებ­ლუ­რი იდეა უც­ვ­ლე­ლი რჩე­ბო­და, არა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის, შე­უძ­ლებ­ლო­ბი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბის. ერ­თი კვი­რის წინ ამ მე­ო­რე ბა­ნაკს ძი­რი­თა­დი საყ­რ­დე­ნი გა­მო­ე­ცა­ლა.

კი­დევ იმი­სი თქმა მინ­დო­და, რომ დრო­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა­სა­ვით არის ეს ამ­ბა­ვი და “24 სა­ა­თის” ნაც­ვ­ლად, კაცს გე­გო­ნე­ბა, “დრო­ე­ბა­ში” გი­წევს წე­რაო. თან ზუს­ტად ასი წლის მე­რე…

ეს იმი­ტომ, რომ დღეს ისე­ვე, რო­გორც ასი წლის წინ, ბევ­რ­ნი არი­ან ისი­ნი, ვი­საც არ სჯე­რა ადა­მი­ა­ნის სი­კე­თის. ისი­ნიც, ვინც იტყ­ვის, რომ ეს ორი უნი­ვერ­სი­ტე­ტი მის­თ­ვის ისე­თი­ვე ბიზ­ნე­სი იყო, რო­გორც სხვაო. იმა­საც იტყ­ვი­ან, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი არ უყ­ვარ­და და ძუნ­წი კა­ცი იყოო და იმა­საც, რომ მის­თ­ვის ეს ქვე­ყა­ნა იყი­დე-გა­ყი­დე­თი გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბო­დაო.

ჰო­და ახ­ლა, ამ გვერ­დებ­ზე წე­რი­სას, ხომ ისე­ვე ვი­ცით ზოგ­მა, მაგ­რამ არა ყვე­ლამ, რო­გო­რი ტყუ­ი­ლია ეს ყვე­ლა­ფე­რი, რო­გორც ასი წლის წინ იცო­და ზოგ­მა, მაგ­რამ არა ბევ­რ­მა. მაგ­რამ ის ბევ­რ­ნი გაქ­რ­ნენ და აქა-იქ შე­მორ­ჩე­ნილ ქუ­ჩე­ბის სა­ხე­ლე­ბადღა შე­მორ­ჩ­ნენ. ისიც იმი­ტომ, რომ კა­ციშ­ვილს არ ახ­სოვს არც ის ქუ­ჩა და არც მი­სი სა­ხე­ლის ამ­ბა­ვი.

ასი წლის წი­ნაც იყ­ვ­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც არც სხვი­სი სი­კე­თი­სა სჯე­რო­დათ და არც თა­ვი­სი. რი­სიც არა სჯე­რო­დათ და რაც არა­სო­დეს შე­ეძ­ლოთ, იმას სა­ხელ­მ­წი­ფოს სთხოვ­დ­ნენ. და ასი წლის მე­რეც ასეა.

ასი წლის წინ წა­სუ­ლე­ბი ამ­ბობ­დ­ნენ, აი ესა და ეს უნ­და ვქნათ, უბ­რა­ლო კაცს გა­სა­ქა­ნი მივ­ცეთ და ორ­მოც­და­ა­თი წლის მე­რე სხვა სა­ქარ­თ­ვე­ლო იქ­ნე­ბა, მარ­ტი­ვია ეს ყვე­ლა­ფე­რიო. ერ­თი კვი­რის წინ წა­სუ­ლიც ამ­ბობ­და, ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია, კა­ცი ამო­ა­სუნ­თ­ქე, თა­ვი­სუფ­ლე­ბა მი­ე­ცი და და­ნარ­ჩენს ეშ­ვე­ლე­ბაო.

და ას წე­ლი­წად­ში ერ­თხელ ხე­ლი­დან გვეც­ლე­ბი­ან.

და ბო­ლოს: შარ­შან კა­ხა ბენ­დუ­ქი­ძის მხარ­და­ჭე­რით, აი ისე­თით, კმა­ყო­ფი­ლი რომ აქ­ნევ­და ხოლ­მე თავს, და­ვიწყეთ სო­ცი­ა­ლუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე ახა­ლი კურ­სის სწავ­ლე­ბა და “ქარ­თუ­ლი აზ­რის ის­ტო­რია” და­ვარ­ქ­ვით. ამ კურსს ახ­ლაც ბევ­რი დას­ცი­ნის – იმას რო­გორ ას­წავ­ლით, რაც არ არ­სე­ბობ­სო. კურ­სი კი­დევ დარ­ჩა და არ­სად წა­ვა. ამ საგ­ნით ჩვენ მხო­ლოდ იმი­სი ჩვე­ნე­ბა გვინ­დო­და, რომ ერს ქმნის მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბი­თო­ბა, ოღონდ მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა არა ადა­თის, არა­მედ იდე­ის. იმი­სი ჩვე­ნე­ბაც, რომ ამ ქვე­ყა­ნა­შიც არ­სე­ბობ­და დი­დი იდე­ე­ბი, აქ­ვე აღ­მო­ცე­ნე­ბუ­ლი და გაზ­რ­დი­ლი და აქ­ვე მომ­კ­ვ­და­რიც, არ­სე­ბობ­დ­ნენ თა­ვი­სუფ­ლე­ბის ქო­მა­გე­ბი, არ­სე­ბობ­და ნი­კო ნი­კო­ლა­ძე და ის ლი­ბე­რა­ლიც და სხვე­ბიც არ­სე­ბობ­დ­ნენ. იწ­რ­თო­ბო­და და იყო იდეა ერი­სა, რო­გორც შე­საძ­ლებ­ლო­ბის.

მე­რე გა­ვა ბევ­რი წე­ლი და “ქარ­თუ­ლი აზ­რი” გა­იზ­რ­დე­ბა და ერ­თი სე­მეს­ტ­რი ვე­ღარ და­ი­ტევს, იმი­ტომ, რომ კი­დევ ერ­თი ლი­ბე­რა­ლი კა­ცის ამ­ბის და­მა­ტე­ბა გახ­დე­ბა სა­ჭი­რო, რო­მელ­საც სჯე­რო­და მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბი­თო­ბის, ამ ჩვე­ნი ქვეყ­ნი­საც სჯე­რო­და და სადღაც პა­ტა­რა იმედ­საც იტო­ვებ­და, რომ ორ­მოც­და­ა­თი წლის შემ­დეგ მო­ეს­წ­რე­ბო­და სხვა­ნა­ირ სა­ქარ­თ­ვე­ლოს.

ინ­გ­ლი­სე­ლე­ბი ასეთ ხალ­ხ­ზე ამ­ბო­ბენ ხოლ­მე, რომ ის იყო larger than life. ჰო­და ასეა, მი­სი წას­ვ­ლით დარ­ჩე­ბა დი­დი და ცა­რი­ე­ლი სივ­რ­ცე, სი­ცა­რი­ე­ლეს მოყ­ვე­ბა ტკი­ვი­ლი, მე­რე გა­ივ­ლის ტკი­ვი­ლიც და ტკი­ვილს ჩა­ა­ნაც­ვ­ლებს მეხ­სი­ე­რე­ბა, და­ი­ლე­ქე­ბა მეხ­სი­ე­რე­ბაც და შექ­მ­ნის ერს.

ასე იყო ასი წლის წინ და ასე იქ­ნე­ბა ალ­ბათ ას წე­ლი­წად­ში ერ­თხელ.

ამი­ტომ კა­ხა ბენ­დუ­ქი­ძის სი­ცოცხ­ლე ჯერ წინ არის. ჩვენ კი­დევ საქ­მე გვაქვს სა­კე­თე­ბე­ლი.

ტატო ალექსიძე

თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის დეკანი

წყარო: http://www.24saati.ge/weekend/story/44258-kakha-benduqidrgfe

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s