ადამიანი, რომელსაც არ ვიცნობდი

Posted on Updated on

10426255_649409581846656_7420147813646359073_nეს იყო ადამიანი რომელსაც არ ვიცნობდი… როდესაც ჩავაბარე მუდმივად ველოდებოდი შანსს, რომ დამენახა მაინც (გაცნობაზე ფიქრს ვერ ვბედავდი)… რამდენჯერმე მოვკარი თვალი და ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ იყო იმ პერიოდში.. მინდოდა მთელი მსოფლიოსთვის მომედო ეს ამბავი, რომ მე ბატონი კახა დავინახე და მოვდე კიდეც, არ დავაყოვნე და მაქსიმალურად სწრაფად ვამცნე სოციალური ქსელით ყველას, რომ ბატონი კახა დავინახე. რა თქმა უნდა ეს მაშინ ძალიან სასაცილო იყო, როდესაც ადამიანის დანახვა ასე გახარებს. ამის შემდეგ, როდესაც აგრარულ უნივერსიტეტს გარკვეული პრობლემები ჰქონდა მთავრობასთან, ბატონმა კახამ ჩაატარა საჯარო ლექცია. ლექციების გამო ამ შეხვედრას ვერ დავესწარი… დამაგვიანდა და ვერ შევედი, არა იმიტომ რომ არ შემიშვებდნენ, უბრალოდ ვერ ვაკადრე ბატონ კახას, რომ შუა ლექციაზე შევსულიყავი. ძალიან სამწუხაროა ის რომ ამ არაჩვეულებრივი ადამიანის გაცნობა ვერ მოვახერხე.

ეს იყო ადამიანი, რომლის გამოც შემეძლო დაუსრულებლად მეკამათა „სხვებთან“ და დამემტკიცებინა ის, რომ ამ ადამიანმა შეუძლებელი შეძლო და ასეთი საოცარი უნივერსიტეტები შექმნა. დახვეწა და ჩვენ, სტუდენტებს ჩაგვიდო გონებაში ის, რომ რაც შეიძლება მიზანდასახულები ვყოფილიყავით. არასდროს დაგვეხია უკან და ბოლომდე გაგვეტანა ჩვენი სიმართლე.

მახსოვს როდესაც გარდაიცვალა და ეს ამბავი გავიგე, ვერ დავიჯერე და პირველი რაც გავაკეთე მივწერე ჩემს ერთ-ერთ არაჩვეულებრივ და განსაკუთრებულ ლექტორს, კახა დიდებულიძეს, რადგან ამ მომენტში ერთადერთი ადამიანი იყო, რომლის ნათქვამსაც დავიჯერებდი. სამწუხაროა მაგრამ ბატონმა კახამ ინფორმაცია დამიდასტურა. ამის შემდეგ როგორც ყველა free და agruneli, მეც უნივერსიტეტში წავედი, სადაც წარმოუდგენლად მძიმე სიტუაცია იყო. ეს არ იყო უბრალოდ თავზარდამცემი ამბის გაგება, ეს იყო თითოეული ადამიანის შინაგანი ტკივილის საერთო სურათი. შემოსასვლელში ბევრი სტუდენტი იდგა, იყვნენ ლექტორები, ადმინისტრაცია და აბსოლუტურად ყველა. მაგრამ ხმას არავინ არ იღებდა, ყველა ჩუმად იდგა და სანთელს ანთებდა. სწორედ ამ სიჩუმეში ჩანდა უზარმაზარი ტკივილი…

ძალიან გამიძნელდა მეორე დღეს ლექციებზე დასწრება, მაგრამ თავს ძალა დავატანე და გავაკეთე ის რაც უნდა გამეკეთებინა, მეც და ყველა ჩვენთაგანს, უნდა მიგვეხედა ჩვენი საქმისათვის. ძალიან მწყდება გული რომ ბატონ კახას არ ვიცნობდი, ვინაიდან ეს იყო არის და იქნება ადამიანი, რომელმაც გაცნობის გარეშეც კი ძალიან შემაყვარა თავი. ეს არის ადამიანი რომლის გარდაცვალებაც ისევე მტკივა, როგორც ძალიან ახლობელი ადამიანის, რადგან ეს იყო ჩემთვის ძალიან საყვარელი და თბილი პიროვნება. მიუხედავად საზოგადოების უაზრო დამოკიდებულებისა ბატონი კახას მიმართ, მე ის ძალიან დამაკლდება და დარწმუნებული ვარ დრო მოვა და ყველა მიხვდება რამდენად დიდი ადამიანი წავიდა ამ ქვეყნიდან!

ანანო გიორგაძე

აგრარული უნივერსიტეტის ააგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სკოლის მეორე კურსის სტუდენტი

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s