მშვიდობით და მადლობა!

Posted on Updated on

10389698_508551552578365_5210414127386847631_nმე ბატონ კახას პირადად არ ვიცნობდი, ამის საშუალება არ მომეცა, თუმცა, რამდენჯერმე შევხვედრივარ. მისი საუბრისას ადვილად მიხვდებოდი, რომ განათლებული, შრომისმოყვარე და სამართლიანი ადამიანი იყო, აგრეთვე, უჩვეულოდ უშუალო.
6–7 თვის წინ რამდენიმე სტუდენტმა საუნივერსიტეტო კამპუსში ხელოვნების კვირეულებს გავუწიეთ ორგანიზება. მუშაობის პროცესში მოდიოდა ხმები, რომ ძალიან კმაყოფილი იყო და მოსწონდა ჩვენი წამოწყება. პროექტის მსვლელობისას დამახასიათებელი უბრალოებით აზიარებდა სოციალურ ქსელში განთავსებულ სარეკლამო განცხადებებს, წერილებს, სურათებს. პირველად სწორედ მაშინ დამემსხვრა მის შესახებ სტერეოტიპი, როცა დასკვნითი შეხვედრისთვის ჩაწერილ ვიდეორგოლში ხმამაღლა განაცხადა, რომ მენტორისა და სარეკლამო აგენტის როლში გამოდიოდა და ეს ძალიან ახარებდა. მერე იყო თანადგომის გამოხატულების ნიშნად პირადი დახვედრა ფილმ “ცისფერი მთების” შემქმნელებთან და რამდენიმე მოკლედ ნათქვამი საქებარი სიტყვა, რომელიც ათას სიგელ–გუჯარს გვერჩივნა სტუდენტთაგან თითოეულს.

10401928_10152488186822700_7991407495412253669_n მერე ბევრი რამე იყო – განსაკუთრებით კი სტიმული, რომელიც მისგან მოდიოდა და ყველას გვყოფნიდა, სულ ყველას. უცნობსა თუ ნაცნობს, თანამშრომელსა თუ სტუდენტს.

რამდენიმე საათის წინ ბატონი კახა უნივერსიტეტების შენობიდან გავაცილეთ. ვიდექი მეგობრებთან ერთად და ვფიქრობდი, რომ დიდი ჯადოქარი დაგვაკლდა, რომელმაც მოახერხა და ერთმანეთი გაგვაცნო ლევანებს, ლუკას, ლუკასა და ნიკას, ირაკლის, დემეტრეს, გურამს, გიორგის, ელენეებს, ნინოებს, მაკოს, მარიამებს, ნატას, მეგის, ანასტასიას, ერთმანეთს შეგვახვედრა ახლანდელი მეგობრები, ამას ოსტატობა სჭირდება. და თუკი ვინმეს ამხელა საჩუქრისთვის მადლობა უნდა გადავუხადო, ჩვენი მომავლის მკვიდრი კახა ბენდუქიძეა, ზოგისთვის იუდა, ზოგისთვის ბენდუ, ზოგისთვის საძულველი და საძაგებელი, ზოგისთვის კიდევ პატივსაცემი ადამიანი.

ახლა, როცა დასასრულის სიმძაფრე იგრძნობა, საიდანღაც მოდის მუხტიც – ეს დასაწყისის, სიცოცხლის მუხტია. წინ დიდი ასპარეზობაა, დიდი ერთობლივი საქმე, რომელიც გარჯასა და სიმტკიცეს ითხოვს. და დღეს, როცა დიდებული რექვიემი, სიკვდილის სიმღერა ისმოდა, ყველაზე კარგად გავაცნობიერე, რომ მზად ვარ, თავისუფლებისთვის.

მშვიდობით და მადლობა!

ლევან თევდორაძე

თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის მეორე კურსის სტუდენტი

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s