ჩვენ დავიწყეთ მუშაობა

Posted on Updated on

21829_480958425298552_1698984916_nსაქართველოს შრომით ბაზარზე ძირითადად ასეთი სიტუაციაა:

თუ ხარ სტუდენტი და არ გაქვს სამუშაო გამოცდილება – არავინ არ გაგაკეთებინებს რამე ისეთს, რომელიც განვითარებაში დაგეხმარება.

არ აქვს მნიშნელობა, თუ რამდენად განათლებულად და ჭკვიანად გთვლის შენი ლექტორი.

უმრავესობა თავისი კარიერის პირველ ეტაპს იწყებს ასე: გრძელ დღეებს, ძირითადად, ატარებ ისეთი დავალებების კეთებაში, სადაც, რეალურად, ბევრს არაფერს არ სწავლობ, გარდა იმისა რომ გეწერება „სამუშაო სტაჟი“ (რომელიც შემდგომში ასეთი მნიშვნელოვანი გახდება დამსაქმებლისათვის).

აი ჩვენს უნივერსიტეტში კი სულ სხვაგვარად იყო ….

ბატონი კახა იყო ადამიანი, რომელმაც უამრავ სტუდენტს მისცა საშუალება ეკეთებინა რეალური საქმე, საქმე სადაც „გამოცდილებასთან“ ერთად შეგეძლო გესწავლა ყველაფერი რაც რეალურ ცხვორებაში დასამკვირდებლად იყო საჭირო.

მიუხედავად იმისა, რომ ანდო „რეალური საქმე“ ისეთ სტუდენტებს, რომლებსაც მუშაობის არანაირი გამოცდილება არ ჰქონდათ და დიდ რისკებთან იყო დაკავშირებული – ჩვენ დავიწყეთ მუშაობა.

დავიწყეთ, რადგან ბატონი კახას ინიციატვით მის პროექტებში საქმდებოდნენ მხოლოდ სტუდენტები!

მახსოვს, პირველი დღეები, რამდენად გვიჭირდა ამ ულევად მოზღვავებული ინფორმაციის ათვისება და ვხედავ ჩვენ თავს დღეს – თუ რამდენის რამის სწავლა შევძელით / მოვასწარით.

როგორ „გავიზარდეთ“ პროექტში მუშაობისას და გავიფართოვეთ საზღვრები უნივერსიტეტში – ახლი კუთხით ჩატარებული ლექციები, სადაც საშუალებას გაძლევენ იაზროვნო უფრო ფართოდ. უფრო ფართოდ – ვიდრე სილაბუსსში გაწერილი მასალაა.

ბატონმა კახამ ბევრ სხვა რამესთან ერთად, საზოგადოებას აჩუქა – ახალი აგრარული უნივერსიტეტი, რომელიც მანა945187_525929837468077_1067641408_nმდე კორუპციის ჭაობში იხრჩობოდა.

მაგონდება, პირველად როგორ ვნერვიულობდი სანამ ჩვენი პროექტის ჯგუფთან ერთად შევიდოდი შეხვედრაზე, მაგრამ შესვლისთანავე მივხვდი, რომ განსხვავებული სიტუაცია დამხვდა.

ამხელა ადამიანი მოგვმართავდა თქვენობით და გვესაუბრებოდა როგორც თანასწორებს. გვეკითხებოდა ჩვენს მოსაზრებებსა და იდეებს პროექტის შესახებ – ჩვენც ვპასუხობდით.

ყველაზე მეტად მის მიერ მოყოლილი ისტორიები დამამახსოვრდა, რომლებიც მართალია არ შეეხებოდა საქმეს, მაგრამ იმდენად საინტერესო და ბევრის მომცემი იყო, რომ ყველა გაფაციცებით ვუსმენდით.

მახსოვს, მისი საყვარელი თხილეულობა, რომელიც მუდმივად ამშვენებდა მისი შეხვედრების მაგიდას. ყველას, რომ გვეხათრებოდა აგვეღო (გარდა გიორგისა, რომელიც ბოლოს გამოტენილი პირით აყალიბებდა თავის აზრებს).

თუ გავიგებდით, რომ დასახლებაში იყო ან მოდიოდა, როგორი ფაცი-ფუცით ვალაგებდით ისედაც დალაგებულ ოფისს. 🙂

ბატონი კახა იყო ადამიანი, რომელიც ქვეყნის მომავალს ხედავდა ახალგაზრდებში და ამაში უამრავი შრომა და ფინანსები ჩადო!

მეამაყება, რომ მომეცა საშუალება მესწავლა მის უნიევრსიტეტში და მემუშავა მის პროექტში!

მჯერა, რომ მის მიერ გზაზე დაყენებული ახალგაზრდები ერთობლივად შევძლებთ მისი აზრებისა და მიზნების განხორციელებას, რომელიც საბოლოო ჯამში ქვეყნის კეთილდღეობაზე აისახება!

მარიამ ლომიძე

აგრარული უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის კურსდამთავრებული

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s