ადამიანი, რომელმაც შექმნა ეპოქა

Posted on Updated on

14430_10152499636112076_1051691345803449199_nამ სურათში 2014 წლის 20 აპრილია. უნივერსიტეტის თანამშრომლებმა სიურპირზი მოვუწყვეთ დაბადების დღეზე. მთელი დღე შეხვედრები ჰქონდა, არ ეცალა და ძლივს შემოვიტყუეთ დაბრაზში, სადაც ახლა აგრარული უნივერსიტეტის მუზეუმია.

2009 წლიდან ვიცნობ… კახამ იდეებისადმი ერთგულება, ბრძოლა და საქმისადმი თავდადება მასწავლა, ეს ჩემი ყოველდღიურობაა მას მერე, რაც კახას ვიცნობ. პირველად როცა გავიცანი, მკითხა: თამარ, ყველაზე მეტად რაზე გეფიქრებათ? მე ვუთხარი რაც მადარდებდა, გაეღიმა, თავი დამიქნია და წავიდა. ერთხელ რაღაცაზე ვთქვი, არ გამოდის მეთქი, წარბები შეკრა და მითხრა: ნუ მაზოხისტობთ, არ დანებდეთ! რამდენი მაქვს მოსაყოლი…

ერთხელ ერთ-ერთ საქმიან შეხვედრაზე თავისუფალი მეცნიერებების კურიკულუმზე ვმსჯელობდით, ჩემმა კოლეგამ ახსენა პლატონი და არისტოტელე, კიდევ რამდენიმე ფილოსოფიურ-მაღალფარდოვანი ტერმინი, კახამ შემომხედა და მეუბნება: თქვენ ხომ ფილოსოფოსი ხართ და აბა, ამიხსენით რა განსხვავებაა არისტოტელეს და პლატონს შორის, ოღონდ მარტივი თხრობითი წინადადებით. ცოტა დავიძაბე, მაგრამ ვეცადე გასაგებად გადამეცა. პასუხმა დააკმაყოფილა და მეუბნება: აგაშენა ღმერთმა, ამდენი წლის მანძილზე ძლივს არ გავიგე ეს ამბავი? თან გულიანად გაეცინა.

მის გვერდით წუთზე მეტს ვერ გაჩერდებოდი, თუ აზროვნება, საქმის კეთება გეზარებოდა და თუ არანაირი მიზანი არ გაგაჩნდა, რომელიც, პირველ რიგში, საერთო საქმისთვის იქნებოდა საკეთილდღეო. საკუთარ შეცდომებსაც ცხვირწინ დაგიყენებდა, რომ მასზე გესწავლა! ყველაზე მეტად კი ეს მომენტი არ დამავიწყდება: კახას ლაო ძი უყვარდა ძალიან, ერთ ერთ საუბარში აღმოაჩინა, რომ მეც მიყვარს და ლაო ძის ციტატებს ვიყენებდი, თან იმ დროს ერთ-ერთ პროექტზე ვაპირებდით მუშაობას, რომელიც ჩინურ ფილოსოფიას ეხებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ გამოვიდა ობიექტური თუ სუბუექტური მიზეზების გამო. როცა გაიგო, რომ ლაო ძი მეც მიყვარდა, ცალკე დამიბარა და მაჩუქა წიგნი, დაო დე ძინის ინგლისური თარგმანი, თან დააყოლა: ეს თარგმანი ყველაზე საუკეთესოა, რაც მე მინახავს, კიდევ გჩუქნი იმიტომ, რომ დავინახე, რომ მართლა გიყვარს ფილოსოფია და ჭეშმარიტებაზე ფიქრობ, წარმატებებს გისურვებო.

მე არასოდეს მითქვამს ბატონი კახასთვის, რასაც მასზე ვფიქრობდი:

ეს იყო და ჩემთვის არის ადამიანი, რომელმაც დიდი კვალი დატოვა კი არა, შექმნა ეპოქა, რომელიც, რასაც ეხებოდა, ყველაფერს სასურველად, მიმზიდველად და სანატრელად აქცევდა და ამიტომაც ჰყავდა ბევრი მტერ-მოყვარე.

ადამიანი, რომელიც არ მოგასვენებდა, თუ ხედავდა, რომ რაღაც შეგეძლო,

ადამიანი, რომელსაც შეეძლო ესწავლებინა შენთვის ცხოვრება ამ სიტყვის სრული გაგებით.

ადამიანი, რომელიც გაგრძნობინებდა რას ნიშნავს იყო თავისუფალი, უშიშარი და პირდაპირი.

ადამიანი, რომელიც არ მოგცემდა უფლებას არ გებრძოლა მიზნის მისაღწევად.

ერთ-ერთი ყველაზე სწორი ადამიანი ჩემს ცხოვრებაში, ძალიან დამაკლდება და არა მარტო მე, არამედ მთელ ქვეყანას, ჩვენდა საუბედუროდ, ერთი ნათელი წერტილი დავკარგეთ. ის არ ეძებდა არც პატივს და არც ქება-დიდებას. მე მახსოვს მისი სიტყვები ჟურნალისტს რომ უთხრა:

“ახლა რასაც ვაკეთებ ისაა მნიშვნელოვანი და მერე რას იტყვიან, სიმართლე გითხრათ, ფეხებზე მკიდია. ადამიანი რომ თავის ნეკროლოგზე უნდა ზრუნავდეს, ალბათ ქრისტიანობაში ჩამოყალიბებული შეხედულებაა, დიდი ხანია მიკვირს, როგორ არის ხალხი ორიენტირებული ამაზე. ადამიანი საკუთარ თავთან უნდა იყო მართალი პირველ რიგში. აი, მე რომ მოვკვდები, რას დაწერენ ჩემზე რაში მაღელვებს? ეს მნიშვნელოვანია სანამ ცოცხალი ვარ, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია რას ვაკეთებ” – ვიცი, რომ არასოდეს ზრუნავდით იმაზე, ვინ რა ნეკროლოგს დაწერდა თქვენზე, მაგრამ არ შემეძლო არ დამეწერა   მე ვამაყობ თქვენით და იმით, რომ გიცნობდით!

თამუნა გეგეშეძე

თავისუფალი უნივერსიტეტის ხარისხის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s