„მნიშვნელოვანია არა სად მუშაობ, არამედ ვისთან მუშაობ“

Posted on

არ ვაპირებდი რამის დაწერას. ჩემი მეგობრების პოსტების კითხვაც ძალიან მიჭირს.

როდესაც დონალდ რამსფელდის ბოლოს გამოცემულ წიგნს (Rumsfeld’s Rules) ვკითხულობდი, ყველაზე მეტად დამამახსოვრდა შემდეგი სიტყვები: „მნიშვნელოვანია არა სად მუშაობ, არამედ ვისთან მუშაობ“.

zvikiკახასთან მე ვისწავლე როგორ უნდა გამოვიყენო დაგროვილი ცოდნა. რაოდენ მნიშვნელოვანია კრიტიკული ხედვა ყველაფრისადმი. ის, რომ დეტალებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მე ვმუშაობდი იმ ადამიანთან, ვინც მიმაჩნია ყველაზე ერუდირებულად და მაღალი ინტელექტის მქონედ.

2009 წელს გავიცანი კახა ბენდუქიძე, როდესაც მე და ჩემმა მეგობრებმა გავაკეთეთ სტუდენტური ორგანიზაცია „თავისუფლების კლუბი“. რადგან მსგავსი კლუბების დეფიციტი იყო, კახა ყველანაირად ცდილობდა მოგვხმარებოდა. მის ან უნივერსიტეტის ინტერესებზე მეტი სარგებელი ჩვენ, ESM-ის სტუდენტებს გვქონდა. კახა იყო ქველმოქმედი. არა ისეთი, რომელიც შემდეგ არჩევნებში ხმებს მიიღებდა „ინწილიგენციისგან“. მისი ქველმოქმედება უმეტეს შემთხვევაში არ ჩანდა.

კახა იყო ახალგაზრდების ფანი. ყველანაირ საშუალებას გვაძლევდა ჩვენი ცოდნა ახალ სიმაღლეზე აგვეყვანა. 2011 წელს დავიწყეთ მასწავლებლებად მუშაობა აგრარულ უნივერსიტეტში. ასევე, მე დამევალა ახალ აგრარულ უნივერსიტეტში შესყიდვების გამხორციელება, სადაც რამოდენიმე თვე გავძელი, რადგან მივხვდი ეს არ იყო ჩემი საქმე და კლუბზე გადავერთე. აქაც, კახა ყველანაირად გვეხმარებოდა წამოწყება წარმატებით დასრულებულიყო.

გარდა იმისა, რომ ბოლო წლების მანძილზე ჩემთვის ყველაზე ჭკვიან ადამიანთან მეგობრობა მაკავშირებდა, ყველაზე მეტი გამოცდილება მაინც ბოლო 1 წლის მანძილზე მივიღე, როდესაც დავკავდით ეკონომიკური მითების ნგრევით და სხვადასხვა წიგნებზე მუშაობით.

ის იყო არამხოლოდ კარგი ბიზნესმენი ან ბიოლოგი, არამედ ინტელექტუალი; კომპეტენტური ისეთ საკითხშიც კი, როგორიცაა PowerPoint. მე, რომელსაც საფუძვლიანად მქონდა უნივერსიტეტში ნასწავლი ეს საკითხი, მომცა რჩევები ადამიანმა, რომლისთვისაც ეს არავის უსწავლებია. PowerPoint კი ერთ-ერთი უმნიშვნელო მაგალითია.

მადლობა კახა!

ზვიად ხორგუაშვილი

ბიზნესის სკოლა ESM კურსდამთავრებული

Advertisements

2 thoughts on “„მნიშვნელოვანია არა სად მუშაობ, არამედ ვისთან მუშაობ“

    მნიშვნელოვანია არა სად მუშაობ, არამედ ვისთან მუშაობ

    Like

    clashofclanshackdutch.blogspot.com said:
    27.09.2015, 08:08

    Play every video game and keep 15 000 game’s cheats
    in your pocket in your convenience.

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s