მუდამ მებრძოლი და ოპტიმისტი…

Posted on

კახას 1972 წლიდან ვიცნობდი, როცა ის თსუ-ს ბიოლოგიის ფაკულტეტის პირველკურსელი გახდა (მე მაშინ უკვე მეორე კურსზე ვსწავლობდი).

მაღალი, გამხდარი, სათვალიანი, „ზღარბა“ ჟღალი ფერის თმებით – ყველასგან გამოირჩეოდა.
ეს დასაწყისში…

მესამე კურსიდან მთელი ფაკულტეტი ალაპარაკდა მის განსაკუთრებულ ერუდიციაზე, შრომისმოყვარეობასა და სწავლის მართლაც წყურვილზე…

მეხუთე კურსიდან უკვე ჩამოყალიბებული ლიდერი იყო, არამხოლოდ თანატოლებში, არამედ უფროსებშიც (მე ამ დროისთვის უკვე ეკოლოგიის კათედრის თანამშრომელი ვიყავი და ხშირად მიწევდა მასთან შეხვედრები სხვადასხვა საკითხებზე)…martashvili2

ჩვენი გზები მეორედ გადაიკვეთა ასპირანტურაში (МГУ) სწავლის პერიოდში. ის მოლეკულიარული ბიოლოგიის, ხოლო მე, ზოგადი ეკოლოგიის კათედრებზე გავდიოდით ასპირანტურას… ახალგაზრდობის წლებიდან ბევრი საერთო, ლამაზი მოგონება დაგვრჩა…

მესამედ, 2010 წელს – 27 წლის შემდეგ შევხვდით ერთმანეთს, ისევ საქართველოში – თავისუფალ უნივერსიტეტში, მის კაბინეტში. გავიხსენეთ ახალგაზრდობის წლები… ბევრი ვიცინეთ (თუმცა, – მე ვიცინოდი, ის კი როგორც ყოველთვის – გულიანად როხროხებდა!)… დავსახეთ სამომავლო გზები…

სამი წლის განმავლობაში, მისი უშუალო ხელმძღვანელობით, ერთიდაიგივე მიმართულების 12 თემატურად განსხვავებული პროექტი დავამუშავეთ სხვადასხვა შემადგენლობის ჯგუფმა (ირაკლი ჩიქავა, ილია მეშვილდიშვილი, გიორგი ცენტერაძე, ვალერი ამირანაშვილი, გიორგი პაპუაშვილი, გიორგი თუშიშვილი…). საბოლოოდ, კახამ პროექტი მოიწონა და მისი განხორციელების გზებიც დავსახეთ… მაგრამ, მარტის ცნობილი მოვლენების შემდეგ, მე პროექტის განხორციელების მიმართ, პესიმისტურად განვეწყვე, რაზეც ერთ-ერთი შეხვედრისას მისაყვედურა და მითხრა:

-„ბატონო გიორგი, თაროზე შემოდებული თქვენი პროექტი, – ეს არაა ლენინი მავზოლეუმში! მისგან განსხვავებით, ის სუნთქავს!“

აი, ასეთი ოპტიმისტი დარჩება ჩემთვის კახა!

გიორგი მარტაშვილი

მეგობარი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის თანამშრომელი

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s