ჩვენი დროის აღმაშენებელი

Posted on Updated on

მინდა გადავუხადო მადლობა ადამიანს რომელიც ამ პოსტს ვერასოდეს ნახავს.

მადლობა, ბატონო კახა!

ალბათ თქვენს მიერ გაკეთებული სიკეთის ფასს უფრო მოგვიანებით გავიაზრებ ბოლომდე, როცა სწავლას დავამთავრებ და მივხვდები, თუ რამდენი რაღაც მაჩუქა ადამიანმა, რომელთან რეალურად შეხვედრაც ვერ მოვასწარი.

ვერ გაგიცანით, მაგრამ, თქვენი დახმარებით გავიცანი უამრავი მოაზროვნე და ჭკვიანი ადამიანი, რომელთაც ასევე თქვენ მიეცით შანსი ესწავლათ ისეთ გარემოში, სადაც ბოლომდე შეძლებდნენ თავიანთი იდეების რეალიზებას. ჩემს ახალ ოჯახს მხოლოდ თქვენ უნდა გიმადლოდეთ.


image-e99db0655579b6ed0c91f57eada231d73789e910ea6844a1e6325b7c234ad26b-V
„ისე მისტირის ხალხი, გეგონება დავით აღმაშენებელი იყოს“ – სამწუხაროა, როცა ასეთ სიტყვებს უკვე ზრდასრული წესით „განათლებული“ ადამიანისგან ისმენ. ძალიან ბევრმა დაწერა, რომ თქვენ საქართველოსთვის კარგი არაფერი გაქვთ გაკეთებული. სწორედ ასეთ ადამიანებს აკლიათ ის განათლება, რომელსაც თქვენი დახმარებით მივიღებთ ჩვენ და ჩამოვყალიბდებით სრულფასოვან ადამიანებად. ქვეყნის შენება მხოლოდ განათლებულ ერს შეუძლია. კარგი განათლების საფუძველი კი თქვენს სახელთან იქება ყოველთვის დაკავშირებული, ბატონო კახა; ასე რომ, ჩემთვის თქვენ ჩვენი დროის აღმაშენებელი ხართ.

თურმე შეიძლება გატკინოს იმ ადამიანის სიკვდილმა, რომელსაც პირადად არ იცნობ, მასზე მხოლოდ სხვისი მონაყოლიდან იცი. მე მეტკინა თქვენი სიკვდილი ბატონო კახა.

და ბოლოს.. როცა აბიტურიეტი ვიყავი, სულ ვამბობდი, რომ თქვენს უნივერსიტეტში ჩავაბარებდი, რათა თქვენი გაცნობის შანსი მქონოდა (მინდოდა თქვენთან სელფიც გადამეღო). პირველი გეგმა განვახორციელე და, მართლაც, თქვენს უნივერსიტეტში ჩავაბარე. სამწუხაროდ, მეორე გეგმის განხორციელება არ დამცალდა. ერთადეთი სურათი კი ისევ აბიტურიენტობის ჟამს, ტელევიზორთან, თქვენს გამოსახულებასთან მაქვს გადაღებული. 

მარი მამულაშვილი

თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის სტუდენტი

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s