კახა ბენდუქიძის გახსენება

Posted on Updated on

2004 წლის გაზაფხული იდგა. თბილისში ხმა დაირხა, კახა ბენდუქიძე ჩამოდისო. ახმაურდნენ ჟურნალისტები, კარი აუტალახეს კახას დედას…

ჩამოვიდა კახა ბენდუქიძე, ჩამოფრინდა უხმაუროდ, არც ამალა ჩამოჰყოლია, არც დამხვდურებს გაუვსიათ იქაურობა. მხოლოდ და დახვდა, სხვა არც არავინ სჭირდებოდა. ის ხომ შინ ბრუნდებოდა!

არავითარი ზარზეიმი! ეს მისი ცხოვრების ლირი აღმოჩნდა, ამაში ბევრჯერ დავრწმუნდი.

lia-chlaidze2ახალი ჩამოსული იყო. ერთ ინტერვიუში ჟურნალისტი ჩააცივდა, რატომ ჩამოხვედითო? ბატონმა კახამ შეკითხვა აირიდა. არ მოეშვნენ. ბოლოს ძალიან შეწუხებულმა გატანჯული სახით უთხრა: მაგ კითხვაზე არ გიპასუხებთო. არა და, როგორ ელოდებოდნენ გაცვეთილ ფრაზებს: „ჩემს სამშობლოს ვჭირდები, ჩამოვედი რომ ქვეყანას ვემსახუროო“. ეს ბანალური საუბარი იქნებოდა, კახა ბენდუქიძეს რომ არ ეკადრებოდა ისეთი.

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რაღაც თავყრილობას აშუქებდა ტელევიზია. ბატონი კახა ჩვენი სტუდენტი ახალგაზრდობის გაუნათლებლობით აღშფოთებული იყო. ალბათ ამან აფიქრებინა ისეთი უნივერსიტეტის დაარსება, ქვეყნის სატკივარს რომ უშველიდა. კახა ბენდუქიძის „თავისუფალ უნივერსიტეტში“, არა მხოლოდ სპეციალობას ეუფლებიან, ზოგად განათლებასაც იღებენ. ეს უნივერსიტეტი უფრო მეტია, ვიდრე სასწავლო დაწესებულება.

კახა ბენდუქიძე გამორჩეულად თავისუფალი პიროვნება იყო. ზოგს ამის მიზეზი მატერიალური კეთილდღეობა ეგონა. არამც და არამც. თავი და თავი ის უკიდეგანო ცოდნა იყო, ბატონი კახა რომ ფლობდა. მას ხომ ერთნაირად შეეძლო ელაპარაკა მეცნიერების ნებისმიერ დარგზე. როცა ვნახე როგორ ლაღად გრძნობდა თავს ფოლკლორისტიკაში არც გამკვირვებია – ის ხომ ცნობილი ეთნოგრაფის ოჯახიდან იყო. ეთნოგრაფია ფოლკლორთან შორს არ არის, მაგრამ როდესაც ვნახე რა ამომწურავი ცოდნა ჰქონდა ზოგად თუ კერძო ლინგვისტიკაში, ხეთური ენის კანონებში, მივხვდი რატომ უყვარდათ იგი სტუდენტებს: ახალგაზრდებს არ აინტერესებთ, რამდენი ფული გიდევს ჯიბეში, მათთვის მთავარია როგორია შენი ფასი, როგორც პიროვნებისა, მოქალაქისა. სტუდენტებს გულწრფელად უყვარდათ თავიანთი „ბენდუქა“, ამიტომ გაატანეს უზომო ცრემლი.

ბატონი კახას ნატკენი გულის სალბუნი ყოფილიყოს ის ცრემლი.

ლია ჩლაიძე

თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი, მთარგმნელი

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s