KB ALIVE

Posted on Updated on

მერამდენედ ვიწყებ წერას და ვჩერდები. ვფიქრობ, რომ ბატონ კახაზე ამგვარი ტექსტის დაწერა მასთან გამომშვიდობებას ნიშნავს. გამომშვიდობება ტრაგიკულია. გულს წვავს. ამიტომ რაღაცნაირად შემოვატრიალებ ამ ტექსტს და ტრაგიკულ მოვლენას გამოვტოვებ. არ მომხდარა!

_MG_3203ბატონმა კახამ გვიპოვა. ყველანი სადღაც გვიპოვა და ერთად შეგვკრიბა. ერთნაირები არ ვართ. პირიქით. ხანდახან ვფიქრობ, რა გვაქვს საერთო? აქამდე ეს იყო თავისუფლება. 2014-დან ეს არის კახა. კახა გვაერთიანებს და ეს ძლიერი ერთობაა.

მას ჯერა, რომ ცაა ადამიანის შესაძლებლობების ლიმიტი. არ არსებობს შეზღუდვები. Go getter-ები ვართ! სხვანაირად არ შეგვიძლია. ყველაფერი პირადი მაგალითებით დაიწყო. გვაჩვენა შენების პროცესი. ვნახეთ, შევიგრძენით. ახლა რა შეგვაჩერებს?

ყველაზე დიდი ღირებულებები: ცოდნა, შრომისმოყვარეობა, თავისუფლება. მთავარი თავისუფლება, აზრის თავისუფლებაა. ბატონ კახასთან ურთიერთობისას ძალიან ბევრი დაშვებები გავაკეთეთ. გავიფართოვეთ თვალსაწიერი.

რთული ამოცანები მასთან ერთად. ჩემთვის ასეთი საველე პრაქტიკა იყო. სხვისთვის, სხვა პროექტები. ჯეროდა, რომ გამომივიდოდა. გაუხარდა, რომ გამომივიდა. მაჩუქა საველე რადიო. მზის ენერგიით იტენება. ვტენი და მერე ვუსმენ. კახას ნაჩუქარია!

ყველას არ ეყვარები. ეს შეუძლებელია. მთავარია იყო მართალი შენს თავთან და პრინციპებთან. კახა დროს არ იშურებს, რომ ყველას ესაუბროს. მას უყვარს ადამიანები. ასე მითხრა. მჯერა. უყვარს.

თათბირები, კიდევ თათბირები, ისტორიები, ანეკდოტები, საინტერესო ნივთები მის ოთახში. უკვე ხუთი საათია აქ ვართ. თხილი და ნუში. საქველმოქმედო ფონდის ყულაბა მაგიდაზე. ხურდა უნდა ჩააგდო თუ ტელეფონით დაილაპარაკებ. მისთვის პროცესი შედეგის ნაწილია.

მომავალი? მე მოვკვდები ბევრი წლის შემდეგ. შეეშალა. იშვიათად ეშლება. არ მოკვდება. მე რომ თქვენ გნახულობთ, კახას ვიხსენებ. მისი იდეები თავში მაქვს. ვირუსი ცნობიერებაში.

გაიხარეთ თავისუფალო ადამიანებო და გაავრცელეთ ვირუსი. KB @ WORK აქ და ამჟამად!

ანდრო გიგაური

თვისუფალი უნივერსიტეტის თანამშრომელი

Advertisements

One thought on “KB ALIVE

    Maria said:
    13.11.2016, 13:54

    ნათელი ადამიანი. ეჰ, ნეტავ მისი გაცოცხლება შემეძლოს.

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s