თვე: თებერვალი 2015

კახა ბენდუქიძე – ბიოლოგი

Posted on Updated on

???ბატონ კახას, როგორც ბიოლოგს, ჩვენთან ნაკლებად იცნობენ. მე მივმართე ზოგიერთ ბიოლოგს რუსეთსა და აშშ-ში, ვისთანაც ბატონი კახა მუშაობდა და მეგობრობდა, რომ  დაეწერათ მოგონებები.

პროფ. თენგიზ ბერიძე

მოლეკულური გენეტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი
აგრარული უნივერსიტეტი

——————————————–

„ძვირფასო თენგიზ!

ცოტა ხნის წინ რუსეთის ტელევიზიის არხებიდან, რომლებიც ხელმისაწვდომია ევროგაერთიანებასა და უნგრეთში, მე შევიტყვე, რომ კახა ბენდუქიძე მოულოდნელად გარდაიცვალა გულის უკმარისობით. ამ სამწუხარო ამბავმა ჩემში გამოიწვია იმ წლების მოგონებები, როდესაც იგი ჩემთან მუშაობდა მიკროორგანიზმების ფიზიოლოგიისა და ბიოქიმიის ინსტიტუტში, პუშჩინოში, მოსკოვის მახლობლად. მე არასოდეს წარმოვიდგენდი რომ მომიხდებოდა მასზე ნეკროლოგის დაწერა, ის ხომ 16 წლით ჩემზე ახალგაზრდა იყო…

კახა ბენდუქიძე ახალგაზრდობაში1980 წელს კახა ჩამოვიდა პუშჩინოში ჩემთან შესახვედრად და ჩვენს ლაბორატორიაში შესაძლო სამუშაოს დასაწყებად. ამ დროისთვის ჩვენ გაგვაჩნდა საკმაოდ კარგი გამოცდილება მოლეკულური გენეტიკის სფეროში და შესატყვისი პუბლიკაციები. კახამ მითხრა, რომ დაამთავრა ასპირანტურის მეორე წელი მოსკოვის ლომონოსოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მის მოლეკულურ გენეტიკურ გამოკვლევებში პროგრესი არ ჩანდა და, გარდა ამისა, მისი ურთიერთობა პროექტის ხელმძღვანელთან არ იყო მთლად უღრუბლო…

ამ შეხვედრის შემდეგ ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ცხოველური უჯრედების გენეტიკურ ინჟინერიაში ვირუსების, როგორც ვექტორების გამოყენებით, და მე დავუგეგმე კვლევა – რეკომბინანტული ვირუსებისა და ვაქცინების გამოყენება ჯანდაცვაში. მასთან ურთიერთობისას მე მივხვდი, რომ მიუხედავად მისი ახალგაზრდა ასაკისა (24 წელი) ის იყო კარგად განათლებული და თავდადებული მეცნიერების მიმართ, თუმცა ამ დროისათვის ჯერ გამოქვეყნებული ნაშრომები არ ჰქონდა. მან გამოთქვა სურვილი ჩვენ ლაბორატორიაში მუშაობისა, როგორც მესამე წლის ასპირანტი. შევთავაზე ემუშავა ამ ახალ პროექტზე იმ პირობით, რომ გააგრძელებდა ჩვენს ლაბორატორიაში საქმიანობას ასპირანტურის დამთავრების შემდეგაც. არც მინანია… Read the rest of this entry »

Advertisements

რატომ არ იყო კახა ბენდუქიძე ოლიგარქი?

Posted on Updated on

10887828_10152693988136526_193537191_nკახა ბენდუქიძემ საკმაოდ სწრაფად ჩამოიშორა ოლიგარქის კლიშე და იშვიათად „ყოფილ ოლიგარქად“ თუ მოიხსენიებდნენ.

სულ ვფიქრობდი კაცს, რომლესაც „იუდას“ უწოდებდნენ, როგორ ჩამოშორდა კლიშე, რომელიც თითქოს უფრო „ერგებოდა“.

სახელმწიფოს ხარჯზე არ ცდილობდა არაფერს – და მაგიტომაც.

მაგალითად: ერთადერთი მასშტაბური კერძო საქმიანობა, რასაც საქართველოში ეწეოდა, უნივერსიტეტები იყო.

როგორ იქცევა ოლიგარქი?

სექტორით დაინტერესდება, მიდის მთავრობასთან და „არწმუნებს“ ამ სექტორში ბიზნესების შესვლისათვის ბარიერები შექმნას (კონკურენცია შეამციროს) და იქნებ ექსკლუზიური უფლებებიც მიიღოს. მერე, ცდილობს (მთავრობის დახმარებით) საუკეთესო აქტივები ჩაიგდოს ხელში და, დაბალი კონკურენციის და პრივილეგიების ხარჯზე, გააკეთოს ფული.

კახას შემთხვევაში ზუსტად პირიქით იყო. Read the rest of this entry »