რატომ არ იყო კახა ბენდუქიძე ოლიგარქი?

Posted on Updated on

10887828_10152693988136526_193537191_nკახა ბენდუქიძემ საკმაოდ სწრაფად ჩამოიშორა ოლიგარქის კლიშე და იშვიათად „ყოფილ ოლიგარქად“ თუ მოიხსენიებდნენ.

სულ ვფიქრობდი კაცს, რომლესაც „იუდას“ უწოდებდნენ, როგორ ჩამოშორდა კლიშე, რომელიც თითქოს უფრო „ერგებოდა“.

სახელმწიფოს ხარჯზე არ ცდილობდა არაფერს – და მაგიტომაც.

მაგალითად: ერთადერთი მასშტაბური კერძო საქმიანობა, რასაც საქართველოში ეწეოდა, უნივერსიტეტები იყო.

როგორ იქცევა ოლიგარქი?

სექტორით დაინტერესდება, მიდის მთავრობასთან და „არწმუნებს“ ამ სექტორში ბიზნესების შესვლისათვის ბარიერები შექმნას (კონკურენცია შეამციროს) და იქნებ ექსკლუზიური უფლებებიც მიიღოს. მერე, ცდილობს (მთავრობის დახმარებით) საუკეთესო აქტივები ჩაიგდოს ხელში და, დაბალი კონკურენციის და პრივილეგიების ხარჯზე, გააკეთოს ფული.

კახას შემთხვევაში ზუსტად პირიქით იყო. ჯერ განათლების სექტორის გათავისუფლების და გახნის, შესაბამისად, კონკურენციის გაზრდის ერთერთი ავტორი იყო. მერე ერთი უნივერსიტეტი თავიდან შექმნა (უკვე არსებული ორი სკოლის საფუძველზე) და შემდეგ სახელმწიფოსგან საუკეთესო კი არა, ერთერთი უარესი და ტოქსიკური აქტივი გადაიბარა და გაზრდილი კონკურენციის პირობებში გახდა სექტორის ლიდერი.

ამას მისი მოწინააღმდეგებიც კი ხვდებოდნენ, ყვითელი პრესის ჩათვლით, და, ალბათ, ანგარიშს უწევდნენ.

ვატო ლეჟავა

თავისუფალი უნივერსიტეტის კანცლერი

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s