კახა ბენდუქიძე – ბიოლოგი

Posted on Updated on

???ბატონ კახას, როგორც ბიოლოგს, ჩვენთან ნაკლებად იცნობენ. მე მივმართე ზოგიერთ ბიოლოგს რუსეთსა და აშშ-ში, ვისთანაც ბატონი კახა მუშაობდა და მეგობრობდა, რომ  დაეწერათ მოგონებები.

პროფ. თენგიზ ბერიძე

მოლეკულური გენეტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი
აგრარული უნივერსიტეტი

——————————————–

„ძვირფასო თენგიზ!

ცოტა ხნის წინ რუსეთის ტელევიზიის არხებიდან, რომლებიც ხელმისაწვდომია ევროგაერთიანებასა და უნგრეთში, მე შევიტყვე, რომ კახა ბენდუქიძე მოულოდნელად გარდაიცვალა გულის უკმარისობით. ამ სამწუხარო ამბავმა ჩემში გამოიწვია იმ წლების მოგონებები, როდესაც იგი ჩემთან მუშაობდა მიკროორგანიზმების ფიზიოლოგიისა და ბიოქიმიის ინსტიტუტში, პუშჩინოში, მოსკოვის მახლობლად. მე არასოდეს წარმოვიდგენდი რომ მომიხდებოდა მასზე ნეკროლოგის დაწერა, ის ხომ 16 წლით ჩემზე ახალგაზრდა იყო…

კახა ბენდუქიძე ახალგაზრდობაში1980 წელს კახა ჩამოვიდა პუშჩინოში ჩემთან შესახვედრად და ჩვენს ლაბორატორიაში შესაძლო სამუშაოს დასაწყებად. ამ დროისთვის ჩვენ გაგვაჩნდა საკმაოდ კარგი გამოცდილება მოლეკულური გენეტიკის სფეროში და შესატყვისი პუბლიკაციები. კახამ მითხრა, რომ დაამთავრა ასპირანტურის მეორე წელი მოსკოვის ლომონოსოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მის მოლეკულურ გენეტიკურ გამოკვლევებში პროგრესი არ ჩანდა და, გარდა ამისა, მისი ურთიერთობა პროექტის ხელმძღვანელთან არ იყო მთლად უღრუბლო…

ამ შეხვედრის შემდეგ ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ცხოველური უჯრედების გენეტიკურ ინჟინერიაში ვირუსების, როგორც ვექტორების გამოყენებით, და მე დავუგეგმე კვლევა – რეკომბინანტული ვირუსებისა და ვაქცინების გამოყენება ჯანდაცვაში. მასთან ურთიერთობისას მე მივხვდი, რომ მიუხედავად მისი ახალგაზრდა ასაკისა (24 წელი) ის იყო კარგად განათლებული და თავდადებული მეცნიერების მიმართ, თუმცა ამ დროისათვის ჯერ გამოქვეყნებული ნაშრომები არ ჰქონდა. მან გამოთქვა სურვილი ჩვენ ლაბორატორიაში მუშაობისა, როგორც მესამე წლის ასპირანტი. შევთავაზე ემუშავა ამ ახალ პროექტზე იმ პირობით, რომ გააგრძელებდა ჩვენს ლაბორატორიაში საქმიანობას ასპირანტურის დამთავრების შემდეგაც. არც მინანია…

ამის შემდეგ, ჩვენ ლაბორატორიაში მან 5 წელი დაჰყო, ახდენდა პლაზმიდური ვექტორების კონსტრუირებას, რომლებიც საჭირო იყო რეკომბინანტული ვაქცინის ვირუსების მისაღებად. დასაწყისში ეს იყო ერთობლივი პროექტი მოსკოვის ორ სხვა ლაბორატორიასთან ერთად, რომლებსაც ხელმძღვანელობდნენ დოქტორები ა. ალტშტეინი და ვ. ჩერნოსი. საბოლოოდ ჩვენ მივაღწიეთ წარმატებას ამ პროექტში, რომელშიც კახა წამყვან როლს ასრულებდა.

გამოვაქვეყნეთ რამდენიმე სტატია რეკომბინანტულ ვაქცინია ვირუსებზე. ერთ-ერთი მათგანი აღმოჩნდა უსაფრთხო ადამიანებისათვის ჰეპატიტი B-ს წინააღმდეგ. შემდეგ ეს ტექნოლოგია გავავრცელეთ საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რეგიონებში, მათ შორის ნოვოსიბირსკში და კახამ ამისათვის დიდი ძალისხმევა გამოიჩინა. კახამ თავიდანვე გამოავლინა განსაკუთრებული ნიჭი ერთობლივი ექსპერიმენტების დაგეგმვასა და მათ წარმართვაში. იგი იყო ყოველთვის კეთილსინდისიერი, სანდო მკვლევარი, დიდი პერსპექტული პოტენციალის მატარებელი. სულ რამდენიმე წელიწადში მან შეიძინა შთამბეჭდავი ცოდნა ვირუსების მოლეკულური გენეტიკის სფეროში.

წლებთან ერთად მისი ინტერესები გავრცელდა ბიოტექნოლოგიასა და მოლეკულური გენეტიკის კომერციულ სფეროებზე. იგი დაუკავშირდა ქვეყნის რამდენიმე ბიოტექნოლოგიურ ფირმას. 1985 წელს მან მითხრა, რომ მიიღო შეთავაზება კარგად ანაზღაურებადი პოზიციის დასაკავებლად მოსკოვში, ახლად გახსნილ ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტში.

10866007_1409822655975390_3529376590415173595_oკახას არ ჰქონდა დამთავრებული სადისერტაციო ნაშრომი. მას კიდევ 1-2 წელი ჭირდებოდა, რომ გამოექვეყნებინა დისერტაციისათვის საჭირო ნაშრომები (მას საერთოდ არ უყვარდა სამეცნიერო სტატიების წერა…). მე ვერ გადავარწმუნე რომ დარჩენილიყო, იგი გატაცებული იყო ახალი კომერციული გამოწვევებით და ჩვენ მეგობრულად დავშორდით ერთმანეთს…

მე დარწმუნებული ვარ, რომ იგი გახდებოდა წარმატებული მკვლევარი მოლეკულურ ბიოლოგიასა და გენეტიკაში, პუშჩინოში რომ დარჩენილიყო. მე ნაკლებად ვიცნობ კახას საქმიანობას მას შემდეგ, რაც მან დატოვა მეცნიერება. იგი იყო გამორჩეული პიროვნება, თავდადებული მეცნიერებისადმი და შემდგომ ბიზნესისა და ეკონომიკის მიმართ ორ ქვეყანაში – რუსეთსა და საქართველოში.

როგორც გავიგე, მე-20 საუკუნის ბოლოს იგი გახდა ცნობილი ბიზნესმენი რუსეთში. რუსეთის ბიზნესში ბევრი თაღლითი გამოჩნდა. მაგრამ მათგან განსხვავებით კახას მორალურმა პრინციპებმა, ხასიათის მთლიანობამ, რითაც იგი დაჯილდოებული იყო, მას მოუტანა პოპულარობა, საზოგადოების პატივისცემა და ნდობა. მე ძლიერ განცვიფრებული დავრჩი, როდესაც გავიგე, რომ მან გაყიდა თავისი ბიზნესი რუსეთში და დაბრუნდა საქართველოში, სადაც მისმა ფილანტროპულმა საქმიანობამ ქართულ მეცნიერებასა და განთლებას მნიშვნელვანი ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინა. აღსანიშნავია, რომ მან დაიწყო როგორც მეცნიერმა და თავისი ბოლო საქმიანობა თავის საყვარელ პროფესიას მიუძღვნა.

მე ძალიან მოხარული ვარ, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში რუსეთის ტელევიზიის არხები ახალ ამბებში  კახა ბენდუქიძეს მოღვაწეობას უთმობდნენ. ნეკროლოგის ავტორები   ამჟღავნებდნენ დიდ პატივისცემას მისი ხანმოკლე, მაგრამ ძლიერ ნაყოფიერი ცხოვრების მიმართ.

მე ვუცხადებ სამძიმარს კახას ნათესავებსა და კოლეგებს.

პატივისცემით,

იშტვან ფოდორი

გენეტიკური ინჟინერიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, მიკროორგანიზმების ფიზიოლოგიისა და ბიოქიმიის ინსტიტუტი“

———————————————————————————————————–

„ძვირფასო თენგიზ,

გმადლობთ, რომ მომწერეთ წერილი. კახა მე მახსოვს ჯერ კიდევ თბილისის უნივერსიტეტიდან. შემდგომში მე მას შევხვდი ჩვენ ლაბორატორიაში, მოსკოვის მოლეკულური გენეტიკის ინსტიტუტში. მაშინ ლაბორატორიას ხელმძღვანელობდა კარლენ გრიგორის-ძე გაზარიანი. ის ამჟამად მექსიკაში მოღვაწეობს. მე მისი ლაბორატორია დამრჩა და ჩვენ ამჟამად ვმუშაობთ იმავე ოთახებში, სადაც კახა მუშაობდა. ზოგიერთ საგანზე დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნებული იყო მისი ავტოგრაფი “КБ”. მე შენახულიც კი მაქვს მისი სადიპლომო ნაშრომის დედანი. გიგზავნით პირველი გვერდის ასლს, იმედია დაგაინტერესებთ მისი ნახვა.

ნაშრომი

ასპირანტურაში სწავლისას კახა ბენდუქიძეს კონფლიქტი ჰქონდა იმ ხალხთან, ვინც ცდილობდა მისი სამეცნიერო საქმიანობა გარკვეულ ჩარჩოებში მოექცია. რაც შეეხება ახალგაზრდებს – ასპირანტებსა და თანამშრომლებს, ისინი ყოველთვის იყვნენ მასთან კარგ ურთიერთობაში და მისი წასვლის შემდეგ აგრძელებდნენ მასთან ურთიერთობას, რეაქტივების გაცვლას და ა.შ. მე პირადად კახასთან მქონდა ურთიერთობა, როგორც თბილისის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს, ძირითადად, ქართულ ენაზე.

გასულ კვირას ჩვენ ყველა ვიგონებდით კახას. ინსტიტუტის შესასვლელში მოვათავსეთ ნეკროლოგი ვარდების დიდი თეთრი თაიგულით. გუშინ ტელევიზიაში აჩვენებდნენ მისი დაკრძალვის ფრაგმენტებს და თქვეს, რომ ის დაკრძალეს პატარა საოჯახო სასაფლაოზე.

პირადად  მე კახა მუდამ მემახსოვრება.

ლეონიდ გენინგი

კახა ბენდუქიძის კურსელი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მოლეკულური გენეტიკის ინსტიტუტის ლაბორატორიის გამგე“.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s