დიდი ადამიანი საქართველოს ისტორიაში

Posted on Updated on

12191163_10153274456142076_5816486340437115413_o

ეს იყო ადამიანი, რომელმაც შექმნა მთელი ეპოქა.

ადამიანი, რომელმაც გავლენა მოახდინა ყველაფერზე, რასაც შეეხო.

ადამიანი, რომელმაც საქართველო სამაგალითო, მისაბაძ ქვეყნად აქცია.

ადამიანი, რომელმაც გვანახა, რომ ყველაფერი შეგვძლებია – თუ ვინებებთ, ოდნავ ჭკუას დავატანთ და ცოტა დროს დავუთმობთ.

ადამიანი, რომელიც ირაციონალური, სადღეგრძელოში მცხოვრები ხალხისგან პრაგმატული, ობიექტურად წარმატებული ერის ჩამოყალიბებას ლამობდა.

ადამიანი, რომელიც გაიძულებდა გეაზროვნა – მასთან სხვანაირად ვერ იურთიერთებდი.

ადამიანი, რომელიც გახვედრებდა, რომ საკუთარ თავზე ყოველთვის თავად უნდა აიღო პასუხისმგებლობა, არავისგან არაფერი მოითხოვო და არავის არაფერი დააბრალო – რომ ასე აუცილებლად გაიმარჯვებ.

ადამიანი, რომელმაც უკვდავჰყო საკუთარი თავი, რადგან სიცოცხლეშივე იქცა იდეად. იდეად, რომელსაც დარჩა უამრავი ერთგული, მოაზროვნე, მამაცი მომხრე, რომლებიც აუცილებლად უზრუნველყოფენ, რომ გონიერებისა და თავისუფლების იდეალებმა გაიმარჯვონ.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი ადამიანი საქართველოს ისტორიაში…

თუ სამყაროში არსებობს „უსამართლობა“, ეს სწორედ ამ ადამიანის უდროო გარდაცვალებაა.

არ ვიცი, წუხილი უფრო დიდია ჩემში თუ ბრაზი ამ უსამართლობის გამო.

ბედნიერი ვარ, რომ Kakha Bendukidze მეც შემეხო და რომ ფართო გაგებით მისი თანამებრძოლი ვიყავი. ასეთად დავრჩები ბოლომდე.

ზაზა ბიბილაშვილი

ადვოკატი

Advertisements

One thought on “დიდი ადამიანი საქართველოს ისტორიაში

    Bidzina Chargeishvili said:
    12.11.2015, 16:08

    ადამიანი, რომელიც 80 მილიონით ჩამოვიდა საქართველოში და 800 მილიონის ქონება დარჩა!
    ადამიანი, რომელმაც საქართველოს ყველაფერი გაუყიდა და განაცხადა, რომ მყიდველის ფულს სუნი არ აქვსო, თვით რუსისასაცო!
    ადამიანი, რომელმაც უნივესიტეტს დაარქვა თავისუფალი (რისგან საეჭვია) და ეს უნივერსიტეტი მსოფლიო რეიტინგში საკრალურად 5505-ე ადგილს იკავებს.
    ადამიანი, რომელიც იქცა იდეად, იდეად ქართველების არასრულფასოვნებისა და ყოველივე ქართულისადმი ნიჰილიზმისა, იდეად, რომელსაც დარჩა უამრავი ერთგული და კიდევ დიდხანს გაგვახსენებს მის სახელს.
    ღმერთმა შეუნდოს და რადგან ამ ქვეყნად არ არსებობს სამართალი, უფალს ვთხოვ ლმოიბიერად გამოიყენოს თავისი სამართლებრივი ზომები!

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s