სტუდენტები

ჩვენი დროის აღმაშენებელი

Posted on Updated on

მინდა გადავუხადო მადლობა ადამიანს რომელიც ამ პოსტს ვერასოდეს ნახავს.

მადლობა, ბატონო კახა!

ალბათ თქვენს მიერ გაკეთებული სიკეთის ფასს უფრო მოგვიანებით გავიაზრებ ბოლომდე, როცა სწავლას დავამთავრებ და მივხვდები, თუ რამდენი რაღაც მაჩუქა ადამიანმა, რომელთან რეალურად შეხვედრაც ვერ მოვასწარი.

ვერ გაგიცანით, მაგრამ, თქვენი დახმარებით გავიცანი უამრავი მოაზროვნე და ჭკვიანი ადამიანი, რომელთაც ასევე თქვენ მიეცით შანსი ესწავლათ ისეთ გარემოში, სადაც ბოლომდე შეძლებდნენ თავიანთი იდეების რეალიზებას. ჩემს ახალ ოჯახს მხოლოდ თქვენ უნდა გიმადლოდეთ.


image-e99db0655579b6ed0c91f57eada231d73789e910ea6844a1e6325b7c234ad26b-V
„ისე მისტირის ხალხი, გეგონება დავით აღმაშენებელი იყოს“ – სამწუხაროა, როცა ასეთ სიტყვებს უკვე ზრდასრული წესით „განათლებული“ ადამიანისგან ისმენ. ძალიან ბევრმა დაწერა, რომ თქვენ საქართველოსთვის კარგი არაფერი გაქვთ გაკეთებული. სწორედ ასეთ ადამიანებს აკლიათ ის განათლება, რომელსაც თქვენი დახმარებით მივიღებთ ჩვენ და ჩამოვყალიბდებით სრულფასოვან ადამიანებად. ქვეყნის შენება მხოლოდ განათლებულ ერს შეუძლია. კარგი განათლების საფუძველი კი თქვენს სახელთან იქება ყოველთვის დაკავშირებული, ბატონო კახა; ასე რომ, ჩემთვის თქვენ ჩვენი დროის აღმაშენებელი ხართ.
Read the rest of this entry »

Advertisements

მასწავლებელი

Posted on Updated on

ყველა რაღაცას წერს ვისაც ბატონ კახა ბენდუქიძესთან რაიმე შეხება ჰქონია…

გადავწყვიტე მეც დავწერო, უბრალოდ მეც მინდა გავუზიარო ადამიანებს ის რაც ბატონ კახასთან სულ რამოდენიმე საუბრით ჩამოვიყალიბე…

mestiashvili2ყველაზე კარგად დასამახსოვრებელი ჩემთვის იყო ბატონ კახასთან შეხვედრა ამ წლის ივნისში. ერთ-ერთი საუნივერსიტეტო პროექტის ორგანიზებაში ვიღებდი მონაწილეობას, ამ პროექტის მიზანი იყო სხვა უნივერსიტეტებში ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდების აღმოჩენა კონკურსის საშუალებით და მათი ESM-ში სასწავლო გრანტით გადმოყვანა. საორგანიზაციო პროცესი დასრულებული იყო და უკვე ვემზადებოდით პროექტის გასაშვებად, ბატონ კახას, რა თქმა უნდა, როგორც ყველა საუნივერსიტეტო პროექტის მიმართ ამ მცირე კონკურსის მიმართაც ჰქონდა ინტერესი და უნდოდა რაც შეიძლება კარგი გამოსულიყო… როდესაც შეხვედრა დაიწყო ყველაფერი მოვახსენეთ, რა გავაკეთეთ, რის გაკეთებას ვაპირებდით და ზოგადად როგორ ვაპირებდით კონკრეტულად დასმული ამოცანების შესრულებას…

ბატონი კახა იჯდა დიდი მაგიდის სათავეში, თვალდახუჭულმა გვისმინა გარკვეული პერიოდი და როგორც კი საუბარს მოვრჩით შემოგვიტრიალდა და გვითხრა: „ეს ყველაფერი მესმის, მაგრამ ამ ტიპის კონკურსით ხომ ისევ თქვენნაირებს იპოვით, გადმოიყვანთ და დიდი ვერაფერი შეემტება უნივერსიტეტს. მე მჭირდება ადამიანები, რომლებიც რეალური საქმის გამკეთებლები არიან და უბრალო თეორეტიკოსებად არ ჩამოყალიბდებიან“.

თავიდან გული დამწყდა, შეპასუხებაც კი ვცადე. ვფიქრობდი რატომ გვითხრა ბატონმა კახამ ეს სიტყვები, ნუთუ ასეთი ცუდები ვიყავით…

მხოლოდ და მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ დავფიქრდი ამ საკითხზე და ერთ რამეს მივხვდი ყველაფრის გაანალიზების შემდეგ, ბატონმა კახამ ეს სიტყვები სწორედ იმიტომ გვითხრა, რომ სჯეროდა ჩვენ უკეთესები შეგვიძლია ვიყოთ და გვიბიძგა იმისაკენ რომ ჩვენი შესაძლო თვითრეალიზაციის მაქსიმუმი გაგვეკეთებინა. Read the rest of this entry »

„მნიშვნელოვანია არა სად მუშაობ, არამედ ვისთან მუშაობ“

Posted on

არ ვაპირებდი რამის დაწერას. ჩემი მეგობრების პოსტების კითხვაც ძალიან მიჭირს.

როდესაც დონალდ რამსფელდის ბოლოს გამოცემულ წიგნს (Rumsfeld’s Rules) ვკითხულობდი, ყველაზე მეტად დამამახსოვრდა შემდეგი სიტყვები: „მნიშვნელოვანია არა სად მუშაობ, არამედ ვისთან მუშაობ“.

zvikiკახასთან მე ვისწავლე როგორ უნდა გამოვიყენო დაგროვილი ცოდნა. რაოდენ მნიშვნელოვანია კრიტიკული ხედვა ყველაფრისადმი. ის, რომ დეტალებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მე ვმუშაობდი იმ ადამიანთან, ვინც მიმაჩნია ყველაზე ერუდირებულად და მაღალი ინტელექტის მქონედ.

2009 წელს გავიცანი კახა ბენდუქიძე, როდესაც მე და ჩემმა მეგობრებმა გავაკეთეთ სტუდენტური ორგანიზაცია „თავისუფლების კლუბი“. რადგან მსგავსი კლუბების დეფიციტი იყო, კახა ყველანაირად ცდილობდა მოგვხმარებოდა. მის ან უნივერსიტეტის ინტერესებზე მეტი სარგებელი ჩვენ, ESM-ის სტუდენტებს გვქონდა. კახა იყო ქველმოქმედი. არა ისეთი, რომელიც შემდეგ არჩევნებში ხმებს მიიღებდა „ინწილიგენციისგან“. მისი ქველმოქმედება უმეტეს შემთხვევაში არ ჩანდა.

კახა იყო ახალგაზრდების ფანი. ყველანაირ საშუალებას გვაძლევდა ჩვენი ცოდნა ახალ სიმაღლეზე აგვეყვანა. Read the rest of this entry »

„ბენდუქიძე იუდა“

Posted on Updated on

bajelidze 1აბიტურიენტობისას მკაცრად მქონდა გადაწყვეტილი, რომ ფილოლოგი უნდა გავმხდარიყავი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მინდოდა სწავლა, გონებაში ფოტოც კი მქონდა წარმოდგენილი, რომელშიც პირველი კორპუსის წინ ვდგავარ, ხელში ქართველი ენათმეცნიერების სქელყდიანი წიგნები მიკავია და სხვა ჩემნაირებს ვესაუბრები. მერე ჩვენს სკოლაში თავისუფალი უნივერსიტეტიდან მოვიდნენ და აბსოლუტურად ახალ ფაკულტეტზე გვესაუბრნენ, რომლის გახსნასაც უნივერსიტეტი იმ წელს აპირებდა. სახელიც ჟღერდა „სახელმწიფო მართვის სკოლა“, აბა, ვის არ უნდა, სახელმწიფო მართოს?! მეც ერთბაშად ამომიტივტივდა გონებაში, როგორ ამყარებდა ბავშვობაში ბებიაჩემი იმედებს ჩემზე და მეუბნებოდა, პირველი ქალი პრეზიდენტი შენ უნდა გახდეო და მეც მტრად მხოლოდ ბურჯანაძეს მივიჩნევდი, რომელიც ისევე „უმიზნებდა“ პრეზიდენტის პოსტს, როგორც მე. პრეზენტაციის შემდეგ საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ არც ფილოლოგობა მინდოდა, არც ჟურნალისტობა, არც ფინანსისტობა და არც არაფერი, უბრალოდ, ძალიან მინდოდა თავისუფალ უნივერსიტეტში მესწავლა.

იქამდე აბიტურიენტობა დიდად სტრესულ საქმიანობად არ მესახებოდა, მაგრამ მერე ყველაფერი შეიცვალა, ვიცოდი, რომ კონკურენცია მაღალი იქნებოდა, მისაღები სტუდენტების რაოდენობა კი მცირე. საბოლოოდ, ჩემმა მონდომებამ გააართლა და 28 აგვისტოს გავიგე, რომ გავხდი სტუდენტი იმ უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის, რომელიც მინდოდა.

უცნაურია, რომ პირველი სურვილი, რომელიც გამიჩნდა ბენდუქიძესთან ჩახუტება იყო. Read the rest of this entry »

ყველაფრის გადმოცემა ტექსტით შეუძლებელია

Posted on Updated on

1399643_557602550977430_541056265_oბოლოს რომ შევხვდი, მარტოებმა ვისაუბრეთ.

მკითხა, რამდენი ხანია ჩემთან მუშაობთო? – რომ ვუთხარი მეოთხე წელია-მეთქი, როგორც სჩვეოდა, სათვალე შეისწორა და გაოცებულმა შემომხედა…

მმმმმ… ამდენი ხანია მიძლებთო?

რაღაც საკითხებზე ვისაუბრეთ, მასთან შეხვედრისთვის უჩველოდ წყნარადაც კი… მითხრა – თქვენ წრფელი სიტყვებით გადმომეცით შინაარსი, ეს სიმართლეა და ახლა ყველაზე მარტივად მესმის თქვენიო… რომ დავემშვიდობე და ოთახიდან გამოვედი, უკან გამომყვა, ისევ დამიძახა და შემახსენა – ირა ხომ იცით ესა და ეს ისევ არის გასაკეთებელიო.

ადრე მითხრა, ირას დაგიძახებთო… მერე მენეჯერი ხართო, მითხრა… და ბოლოს, წრფელი ადამიანი ხართო, ასე შემაფასა…

ალბათ სწორედ ეს იყო კახას მორალი – ჯერ სხვებისგან გამოგარჩევდა, სახელს დაიმახსოვრებდა, თუ გაუძლებდი გაგამენეჯერებდა და თუ ამასაც გაუძლებდი ყველაზე მაღალ ინსტანციად მისთვის ადამიანური ღირებულებების შეფასებაღა რჩებოდა…

ბოლო წერილი რომ მივწერე, დავუწერე – მე თქვენ მიყვარხართ ბატონო კახამეთქი…

არადა არასოდეს არ მიმიწერია მსგავსი…

ერთხელ ჩავეხუტე მახსოვს, აი მაშინ, მარგველაშვილი რომ შემოგვივარდა უნივერსიტეტში… მაინც შემხვდა საქმეზე, არ გადადო თათბირი არაფრით, Read the rest of this entry »

ჩვენ დავიწყეთ მუშაობა

Posted on Updated on

21829_480958425298552_1698984916_nსაქართველოს შრომით ბაზარზე ძირითადად ასეთი სიტუაციაა:

თუ ხარ სტუდენტი და არ გაქვს სამუშაო გამოცდილება – არავინ არ გაგაკეთებინებს რამე ისეთს, რომელიც განვითარებაში დაგეხმარება.

არ აქვს მნიშნელობა, თუ რამდენად განათლებულად და ჭკვიანად გთვლის შენი ლექტორი.

უმრავესობა თავისი კარიერის პირველ ეტაპს იწყებს ასე: გრძელ დღეებს, ძირითადად, ატარებ ისეთი დავალებების კეთებაში, სადაც, რეალურად, ბევრს არაფერს არ სწავლობ, გარდა იმისა რომ გეწერება „სამუშაო სტაჟი“ (რომელიც შემდგომში ასეთი მნიშვნელოვანი გახდება დამსაქმებლისათვის).

აი ჩვენს უნივერსიტეტში კი სულ სხვაგვარად იყო ….

ბატონი კახა იყო ადამიანი, რომელმაც უამრავ სტუდენტს მისცა საშუალება ეკეთებინა რეალური საქმე, საქმე სადაც „გამოცდილებასთან“ ერთად შეგეძლო გესწავლა ყველაფერი რაც რეალურ ცხვორებაში დასამკვირდებლად იყო საჭირო.

მიუხედავად იმისა, რომ ანდო „რეალური საქმე“ ისეთ სტუდენტებს, რომლებსაც მუშაობის არანაირი გამოცდილება არ ჰქონდათ და დიდ რისკებთან იყო დაკავშირებული – ჩვენ დავიწყეთ მუშაობა.

დავიწყეთ, რადგან ბატონი კახას ინიციატვით მის პროექტებში საქმდებოდნენ მხოლოდ სტუდენტები!

მახსოვს, პირველი დღეები, რამდენად გვიჭირდა ამ ულევად მოზღვავებული ინფორმაციის ათვისება და ვხედავ ჩვენ თავს დღეს – Read the rest of this entry »

„ბენდუქიძის მონა“

Posted on Updated on

10629622_4668622291237_5552309633329200280_nბოლოს ვნახე გაფრენის წინა დღეს, როგორც სჩვევოდა სადმე წასვლამდე დავალებები დამაყარა. 🙂 დავემშვიდობეთ ერთმანეთს. მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი რომ ეს ბოლო შეხვედრა იქნებოდა მასთან პირისპირ. ველოდებოდი, რომ 2 კვირაში ჩამოვიდოდა, მერე კიდე 2 კვირა, კიდე, კიდე, კიდე და გახდა 3 თვეზე მეტი.

მაკას (თანაშემწეს) ეუბნებოდა ხოლმე ნინოს ბავშვი ყავს და ადრე ჩავუნიშნოთ შეხვედრაო, ადრე მინიშნავდა, მაგრამ დიდხანს გრძელდებოდა ძალიან დიდხანს.  მერე მაკა მიხვდა, რომ ჩვენი შეხვედრის ჩასმა შუადღისას არ შეიძლებოდა, ჩხუბობდა მთელს განრიგს მირევთო და ყოველთვის ბოლოში გვსვავდა. ვიყავით 2-3 საათამდე და ვგეგმავდით ახალ პროექტებს. მაშინ ვწუწუნებდი აღარ შემიძლია თქო, ეხლა კიდე ვერ ვხვდები ამის გარეშე როგორ უნდა შევძლო.
ჩვენი შეხვედრები ძალიან უყვარდა, ვერც ვგრძნობდით დრო როგორ გადიოდა. ვიჯექით გვიან ღამემდე, ვახრამუნებდით ფსტას (პირველას მისგან გავიგე რომ „ფისტაშკა“ ქართულად არის ფსტა). 🙂 ვგეგმავდით როგორი უნდა ყოფილიყო მისი სახლი, როგორი უნდა ყოფილიყო სხვა სახლები, როგორი უნდა ყოფილიყო სახლები, რომლის ყიდვასაც ყველა შეძლებდა. 
ძალიან დიდი გეგმები ჰქონდა, რომელიც ერთად უნდა განგვეხორციელებინა.

ოთახში რომ შევიდოდით თავისი ჩვეული ღიმილით გვხვდებოდა, თუ თვალები დახუჭული ჰქონდა ოოოო მტრისას, 🙂 არ ღირდა ზედმეტი არაფერი. 🙂

ისე მენატრებოდა ეს 3 თვე, ყველას ამაზე ვეწუწუნებოდი.  მინდოდა მიმეწერა, ბატონო კახა მენატრებით თქო, მაგრამ რატომღაც არ მიმიწერია, ვნანობ.

ბოლოს სკაპით ვესაუბრე, Read the rest of this entry »