ყველას, ვინც გვერდში გვედგა, ყველას, ვინც ჩვენზე კარგს ფიქრობდა, ყველას, ვინც კარგს გვისურვებდა - დიდი მადლობა.
შარშან ამ დროს ავტორიზაცია ჩამოგვართვეს, ახლა სისხლის სამართლის
ვწერ იაპონურ კომპიუტერზე, რომელიც ნაწილობრივ მალაიზიაშია გაკეთებული, მინიმუმ, ერთი ჩიპი ტაივანიდან აქვს, ერთი - სამხრეთ კორეიდან. ვწერ ამერიკაში შექმნილი პროგრამის მეშვეობით, ქართული ჟურნალისთვის, რომელიც ფინურ ქაღალდზე გერმანული დანადგარით დაიბეჭდება. ამას ახლა გლობალიზაცია ეწოდება - კაცობრიობამ ისწავლა გლობალურად ვაჭრობა.
რაც უფრო ნაკლები შეზღუდვაა ეკონომიკაში, მით უფრო ოპტიმალურად გამოიყენებს ადამიანი თავის თავს. რაც უფრო ნაკლები შეზღუდვაა ეკონომიკაში, მით უფრო ადვილად გაცვლის (გაყიდის) ადამიანი თავისი შრომის შედეგს. რაც უფრო მეტია შეზღუდვა ეკონომიკაში - მით უფრო რთულია ამ საყოველთაო ოპტიმუმის მიღწევა.
თუ გლანძღავენ ე.ი. საინტერესოდ ცხოვრობ, თუ გემუქრებიან ე.ი. მათთვის საშიში ხარ, თუ ჯერ კიდევ ცოცხალი ხარ ე.ი. მათ არ გაუმარჯვიათ.
ეს არის საბჭოთა გავლენა - ცხოვრების ნაწილებად დაყოფა - წარმოდგენა ეკონომიკაზე, როგორც ქარხნებსა და ფაბრიკებზე. მაშ, რა არის ეკონომიკა, განა რამე სხვა? დიახ. ეკონომიკა შეისწავლის, თუ როგორ იქცევა ადამიანი, რათა მიაღწიოს მიზნებს მწირი საშუალებებით, რომელთა სხვანაირი გამოყენებაც შესაძლებელია და, შესაბამისად, თითქმის ყველაფერი ეხება ეკონომიკას და ეკონომიკა თითქმის ყველგანაა.
თუ მთავრობას უნდა ეკონომიკის განვითარება, შეიძლება წარმოვიდგინოთ ორი გზა: პირველი - ხელი არ შეუშალოს ადამიანს იყოს მაქსიმალურად ეფექტური, და მეორე - აიძულოს ადამიანი იყოს უფრო ეფექტური. როგორ წარმოგიდგენიათ, აკრძალვებით, დაშინებით და მოტყუებით შეიძლება გავზარდოთ თქვენი ეკონომიკური ეფექტურობა? სხვისი? ყველასი?
ეკონომისტები (?) მთავრობას მოუწოდებენ, გააქტიურდესო - დღეს წავიკითხე ახალი ამბავი. პატარა ბავშვს რომ ჩაქუჩი უჭირავს და უკვე ჭურჭლის დიდი ნაწილი დამტვრეული აქვს, განა მიდი ბიჭო, შენ გენაცვალეო უნდა უთხრა? მთავრობის აქტიურობის შედეგია, რომ ეკონომიკა გაჩერდა. მეტი აქტიურობა თუ გამოიჩინა მთავრობამ, მაშინ რეცესია გარდაუვალია.
დ ა წ ყ ნ ა რ დ ი თ ! ! !
ყველაფერი იყიდება სინდისის გარდა
რეფორმები არის ომი, ომი არაეფექტურობასთან.