დიდი ადამიანი საქართველოს ისტორიაში
9 ნოემბერი, 2015
ეს იყო ადამიანი, რომელმაც შექმნა მთელი ეპოქა.
ადამიანი, რომელმაც გავლენა მოახდინა ყველაფერზე, რასაც შეეხო.
ადამიანი, რომელმაც საქართველო სამაგალითო, მისაბაძ ქვეყნად აქცია.
ადამიანი, რომელმაც გვანახა, რომ ყველაფერი შეგვძლებია – თუ ვინებებთ, ოდნავ ჭკუას დავატანთ და ცოტა დროს დავუთმობთ.
ადამიანი, რომელიც ირაციონალური, სადღეგრძელოში მცხოვრები ხალხისგან პრაგმატული, ობიექტურად წარმატებული ერის ჩამოყალიბებას ლამობდა.
ადამიანი, რომელიც გაიძულებდა გეაზროვნა – მასთან სხვანაირად ვერ იურთიერთებდი.
ადამიანი, რომელიც გახვედრებდა, რომ საკუთარ თავზე ყოველთვის თავად უნდა აიღო პასუხისმგებლობა, არავისგან არაფერი მოითხოვო და არავის არაფერი დააბრალო – რომ ასე აუცილებლად გაიმარჯვებ.
ადამიანი, რომელმაც უკვდავჰყო საკუთარი თავი, რადგან სიცოცხლეშივე იქცა იდეად. იდეად, რომელსაც დარჩა უამრავი ერთგული, მოაზროვნე, მამაცი მომხრე, რომლებიც აუცილებლად უზრუნველყოფენ, რომ გონიერებისა და თავისუფლების იდეალებმა გაიმარჯვონ.
ერთ-ერთი ყველაზე დიდი ადამიანი საქართველოს ისტორიაში…
თუ სამყაროში არსებობს „უსამართლობა“, ეს სწორედ ამ ადამიანის უდროო გარდაცვალებაა.
არ ვიცი, წუხილი უფრო დიდია ჩემში თუ ბრაზი ამ უსამართლობის გამო.
ბედნიერი ვარ, რომ კახა ბენდუქიძე მეც შემეხო და რომ ფართო გაგებით მისი თანამებრძოლი ვიყავი. ასეთად დავრჩები ბოლომდე.