გახსენება /

რატომ არ იყო კახა ბენდუქიძე ოლიგარქი?

20 თებერვალი, 2015

10887828_10152693988136526_193537191_n

კახა ბენდუქიძემ საკმაოდ სწრაფად ჩამოიშორა ოლიგარქის კლიშე და იშვიათად „ყოფილ ოლიგარქად“ თუ მოიხსენიებდნენ.

სულ ვფიქრობდი კაცს, რომლესაც „იუდას“ უწოდებდნენ, როგორ ჩამოშორდა კლიშე, რომელიც თითქოს უფრო „ერგებოდა“.

სახელმწიფოს ხარჯზე არ ცდილობდა არაფერს – და მაგიტომაც.

მაგალითად: ერთადერთი მასშტაბური კერძო საქმიანობა, რასაც საქართველოში ეწეოდა, უნივერსიტეტები იყო.

როგორ იქცევა ოლიგარქი?

სექტორით დაინტერესდება, მიდის მთავრობასთან და „არწმუნებს“ ამ სექტორში ბიზნესების შესვლისათვის ბარიერები შექმნას (კონკურენცია შეამციროს) და იქნებ ექსკლუზიური უფლებებიც მიიღოს. მერე, ცდილობს (მთავრობის დახმარებით) საუკეთესო აქტივები ჩაიგდოს ხელში და, დაბალი კონკურენციის და პრივილეგიების ხარჯზე, გააკეთოს ფული.

კახას შემთხვევაში ზუსტად პირიქით იყო. ჯერ განათლების სექტორის გათავისუფლების და გახნის, შესაბამისად, კონკურენციის გაზრდის ერთერთი ავტორი იყო. მერე ერთი უნივერსიტეტი თავიდან შექმნა (უკვე არსებული ორი სკოლის საფუძველზე) და შემდეგ სახელმწიფოსგან საუკეთესო კი არა, ერთერთი უარესი და ტოქსიკური აქტივი გადაიბარა და გაზრდილი კონკურენციის პირობებში გახდა სექტორის ლიდერი.

ამას მისი მოწინააღმდეგებიც კი ხვდებოდნენ, ყვითელი პრესის ჩათვლით, და, ალბათ, ანგარიშს უწევდნენ.

სხვა სტატიები