19 იანვარი, 2015

მერამდენედ ვიწყებ წერას და ვჩერდები. ვფიქრობ, რომ ბატონ კახაზე ამგვარი ტექსტის დაწერა მასთან გამომშვიდობებას ნიშნავს. გამომშვიდობება ტრაგიკულია. გულს წვავს. ამიტომ რაღაცნაირად შემოვატრიალებ ამ ტექსტს და ტრაგიკულ მოვლენას გამოვტოვებ. არ მომხდარა!

ბატონმა კახამ გვიპოვა. ყველანი სადღაც გვიპოვა და ერთად შეგვკრიბა. ერთნაირები არ ვართ. პირიქით. ხანდახან ვფიქრობ, რა გვაქვს საერთო? აქამდე ეს იყო თავისუფლება. 2014-დან ეს არის კახა. კახა გვაერთიანებს და ეს ძლიერი ერთობაა.

მას ჯერა, რომ ცაა ადამიანის შესაძლებლობების ლიმიტი. არ არსებობს შეზღუდვები. Go getter-ები ვართ! სხვანაირად არ შეგვიძლია. ყველაფერი პირადი მაგალითებით დაიწყო. გვაჩვენა შენების პროცესი. ვნახეთ, შევიგრძენით. ახლა რა შეგვაჩერებს?

ყველაზე დიდი ღირებულებები: ცოდნა, შრომისმოყვარეობა, თავისუფლება. მთავარი თავისუფლება, აზრის თავისუფლებაა. ბატონ კახასთან ურთიერთობისას ძალიან ბევრი დაშვებები გავაკეთეთ. გავიფართოვეთ თვალსაწიერი.

რთული ამოცანები მასთან ერთად. ჩემთვის ასეთი საველე პრაქტიკა იყო. სხვისთვის, სხვა პროექტები. ჯეროდა, რომ გამომივიდოდა. გაუხარდა, რომ გამომივიდა. მაჩუქა საველე რადიო. მზის ენერგიით იტენება. ვტენი და მერე ვუსმენ. კახას ნაჩუქარია!

ყველას არ ეყვარები. ეს შეუძლებელია. მთავარია იყო მართალი შენს თავთან და პრინციპებთან. კახა დროს არ იშურებს, რომ ყველას ესაუბროს. მას უყვარს ადამიანები. ასე მითხრა. მჯერა. უყვარს.

თათბირები, კიდევ თათბირები, ისტორიები, ანეკდოტები, საინტერესო ნივთები მის ოთახში. უკვე ხუთი საათია აქ ვართ. თხილი და ნუში. საქველმოქმედო ფონდის ყულაბა მაგიდაზე. ხურდა უნდა ჩააგდო თუ ტელეფონით დაილაპარაკებ. მისთვის პროცესი შედეგის ნაწილია.

მომავალი? მე მოვკვდები ბევრი წლის შემდეგ. შეეშალა. იშვიათად ეშლება. არ მოკვდება. მე რომ თქვენ გნახულობთ, კახას ვიხსენებ. მისი იდეები თავში მაქვს. ვირუსი ცნობიერებაში.

გაიხარეთ თავისუფალო ადამიანებო და გაავრცელეთ ვირუსი. KB @ WORK აქ და ამჟამად!

სხვა სტატიები