25 ნოემბერი, 2014

ბოლოს ვნახე გაფრენის წინა დღეს, როგორც სჩვევოდა სადმე წასვლამდე დავალებები დამაყარა. ? დავემშვიდობეთ ერთმანეთს. მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი რომ ეს ბოლო შეხვედრა იქნებოდა მასთან პირისპირ. ველოდებოდი, რომ 2 კვირაში ჩამოვიდოდა, მერე კიდე 2 კვირა, კიდე, კიდე, კიდე და გახდა 3 თვეზე მეტი.

მაკას (თანაშემწეს) ეუბნებოდა ხოლმე ნინოს ბავშვი ყავს და ადრე ჩავუნიშნოთ შეხვედრაო, ადრე მინიშნავდა, მაგრამ დიდხანს გრძელდებოდა ძალიან დიდხანს.  მერე მაკა მიხვდა, რომ ჩვენი შეხვედრის ჩასმა შუადღისას არ შეიძლებოდა, ჩხუბობდა მთელს განრიგს მირევთო და ყოველთვის ბოლოში გვსვავდა. ვიყავით 2-3 საათამდე და ვგეგმავდით ახალ პროექტებს. მაშინ ვწუწუნებდი აღარ შემიძლია თქო, ეხლა კიდე ვერ ვხვდები ამის გარეშე როგორ უნდა შევძლო.
ჩვენი შეხვედრები ძალიან უყვარდა, ვერც ვგრძნობდით დრო როგორ გადიოდა. ვიჯექით გვიან ღამემდე, ვახრამუნებდით ფსტას (პირველას მისგან გავიგე რომ „ფისტაშკა“ ქართულად არის ფსტა). ? ვგეგმავდით როგორი უნდა ყოფილიყო მისი სახლი, როგორი უნდა ყოფილიყო სხვა სახლები, როგორი უნდა ყოფილიყო სახლები, რომლის ყიდვასაც ყველა შეძლებდა. ძალიან დიდი გეგმები ჰქონდა, რომელიც ერთად უნდა განგვეხორციელებინა.

ოთახში რომ შევიდოდით თავისი ჩვეული ღიმილით გვხვდებოდა, თუ თვალები დახუჭული ჰქონდა ოოოო მტრისას, ? არ ღირდა ზედმეტი არაფერი. ?

ისე მენატრებოდა ეს 3 თვე, ყველას ამაზე ვეწუწუნებოდი.  მინდოდა მიმეწერა, ბატონო კახა მენატრებით თქო, მაგრამ რატომღაც არ მიმიწერია, ვნანობ.

ბოლოს სკაპით ვესაუბრე, მაშინ ვნახე ბოლოს მისი ღიმილი, მაშინ ვისაუბრეთ ბოლოს ჩვენს გეგმებზე. რამდენი რამ ვისწავლე ამ ბუმბერაზი ადამიანისგან და კიდევ რამდენი შეიძლებოდა…

შეგრძნება მაქვს, რომ ზურგი წამერთვა. ?

მიყვარს, ძალიან მიყვარს,  ორნახევარი წელი ვიმუშავე მასთან…

მინახავს გახარებული, მინახავს გაბრაზებული, მინახავს გაცეცხლებული ჩაქუჩს რომ ისროდა. ?

მომენატრება მისი ღიმილი და მისი ჩხუბი, მომენატრება მის კაბინეტში ღამისთევა და თხილის კრატუნი, მომენატრება მისი რჩევები.

მიყვარხართ, ბატონო კახა! მე მომეცა უდიდესი შანსი და შესაძლებლობა რომ თქვენთან მემუშავა, ვყოფილიყავი „ბენდუქიძის მონა“ ? თქვენ პირადად გამეცანით და მიმეღო ეს უდიდესი ცოდნა/გამოცდილება.

დიდი მადლობა ყველაფრისთვის!

სიტყვებით მე ძალიან მიჭირს ის დარდი გადმოვცე, რაც ჩემს გულშია! თქვენ ყოველთვის დარჩებით ჩემს გულსა და გონებაში ნათელ წერტილად…

სხვა სტატიები