მადლობა
21 ნოემბერი, 2014
მადლობა იმისთვის, რომ შექმნა საქართველოში საუკეთესო უნივერსიტეტი.
მადლობა იმისთვის, რომ სტუდენტებს მისგან მუდმივად გვქონდა თანადგომა;
მადლობა, რომ მოგვცა საშუალება გაგვეგო, თუ რა შეგვიძლია და რას წარმოვადგენთ.
კახა ბენდუქიძე არასდროს არ ყოფილა ადამიანი, რომელიც მოვიდოდა და მოგცემთა თევზს. ის მოგცემდა ანკესს, დაგაკვირდებოდა, თუ ცდილობ ამ ანკესით თევზის დაჭერას – თუ დაინახავდა მცირედ მცდელობასაც კი, აიღებდა და თევზაობის ადგილას ჩუმად, ისე, რომ არავის დაენახა, ჩაგიყრიდა თევზს.
ადამიანი ცხოვრობს მანამ, სანამ ცხოვრობს იდეა. ბენდუქიძის იდეა – ენახა თავისუფალი და პროფესიონალი თაობა – ცოცხალია მანამ, სანამ არსებობს თავისუფალი უნივერსიტეტი. უნივერსიტეტისა და მისი სულისკვეთების შენარჩუნება კი უკვე ჩვენზეა დამოკიდებული.
უფალმა ნათელში ამყოფოს მისი სული.