20 ნოემბერი, 2014

დღეს ყველა დამწუხრებულია კახას წასვლის გამო. მინდა მივუსადაგო ამ სამწუხარო ფაქტს გარსია მარკესის სიტყვები, რომელიც, ჩემი აზრით, კახასაც მოეწონებოდა:

„ნუ ტირი, იმიტომ, რომ ეს დამთავრდა,
გაიღიმე, იმიტომ, რომ ეს იყო…“

მადლობა კახას, რომ გვაზიარა მის სამყაროს;

ჩანაფიქრებისათვის, რომელიც განახორციელა;

შეუპოვრობისათვის: ბრძოლაში უკან დახევა არ იცოდა;

პრინციპულობისათვის, რამაც ბევრი მტერი შესძინა, მაგრამ არ უნაღვლია;

შეურიგებლობისათვის ყველაფრის მიმართ, რაც არ მუშაობს;

ცვლილებებისათვის, რაც ქვეყანაში განახორციელა;

უტყუარი ხედვისათვის: მომავლის განჭვრეტა შეეძლო თვალდახუჭულსაც;

ლაღი იუმორისათვის: როცა კარგ ხასიათზე იყო, ხუმრობა უყვარდა…

და ასე შემდეგ…

რაც მთავარია (თუმცა ზუსტად არ ვიცი რა უფრო მთავარია მის ცხოვრებაში),
დიდი მადლობა კახას, მომავალ თაობებს ორი უშესანიშნავესი თანამედროვე უნივერსიტეტი რომ დაუტოვა!

სხვა სტატიები