ბლოგები /

ეკლესიის წერილი მთავრობას. 1921წ, 11 თებერვალი.

30 სექტემბერი, 2013  

1921 წლის 11 თებერვალს რუსეთის ბოლშევიკური არმიის მიერ საქართველოს საზღვრების გადმოლახვის განგაშის დროს ,ეკლესია მთავრობას უგზავნის წერილს,სადაც ეკლესიის შიდა განაწესია გაწერილი

"ვინაიდან რუსეთის ჯარის უკან დგას რუსეთის ეკლესია,ჩვენ სრულ უნდობლობას ვუცხადებთ რუსეთის ეგზარჰოსებს და მოვითხოვთ :

1.ეკლესიებში დაუყონებლივ გადახდილ იქნას პარაკლისები მტრებისგან საქართველოს განთავისუფლებისათვის.

2.ეკლესიებში წინამძღვრების მიერ განმარტებულ იქნას დღევანდელი ომის მნიშვნელობა.

3.სამრევლო საბჭოების მიერ გადადებულ იქნას ეკლესიის ქონებისგან შეწირულებანი ომისგან გამოწვეულ საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად.

4.სოლიდარობა და თანადგომა ყველას, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობას იცავს.

5.წინამძღვრების ორჭოფობა დროულად ემცნოს სინოდს ვინცა მშიშარა და მხდალია ეგზარხოსებთან თანამშრომლობა არ ეპატიოს.

არქიმანდრიტი ანტონ (კანდელაკი).

სხვა სტატიები