ბლოგები /

არა ოკუპაციას!

5 მარტი, 2013

2013 წელი მარტი

ყველა გასუსული უსმენდა ჩაკრულოს. ბოლო ბგერა და სიჩუმე - ერთი წამი, ორი, სამი, და გუგუნი - დარბაზი ფეხზე იდგა და გიჟურ ტაშს უკრავდა.

კაი ხნის შემდეგ დარბაზი დაწყნარდა.

სიჩუმეში დოლის მჭახე ხმა გაისმა - ხორუმი. დოლს ჭიბონი შეუერთდა. უცნაურმა რიტმმა ყველა აათამაშა - ვის მხარი აუტოკა, ვის ხელი და ვის ფეხი.

სამთავრობო ლოჟაში კმაყოფილი პრეზიდენტი იღიმებოდა და ორი თითით მუსიკას მიჰყვებოდა.

უცებ თერთმეტივე მოცეკვავე გაჩერდა, ერთმა უბიდან რაღაც ამოიღო - თეთრი ტილო.

კრემლის დარბაზის სცენაზე მაღლა აწეულ ხელებს ეჭირათ ტრანსპარანტი.

РОССИЯ, УЙДИ С НАШЕЙ ЗЕМЛИ!

პუტინი აღარ იღიმებოდა

არა ოკუპაციას....

სხვა სტატიები