კახა ბენდუქიძე

Posted on Updated on

10697291_10204463638646905_6947007928378805279_o

ამ ყველაფერს არ დავწერდი და არ მოვყვებოდი არასოდეს, არანაირი ფორმით და არანაირ ვითარებაში, რადგან ჩვენი ურთიერთობა ძალიან პირად საკითხად მიმაჩნდა, რომ არა ეს ტრაგიკული ამბავი, რომელსაც ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მოხდებოდა.

ბატონი კახა გარდაიცვალა…

პირველად კახა ბენდუქიძე 2012 წლის 25 თებერვალს ვნახე ბლოგერების შეკრებაზე განახლებულ აგრარულ უნივერსიტეტში.

ამ შეხვედრიდან ორი თვის შემდეგ დათო გორგილაძემ თავისუფალი უნივერსიტეტიდან მომწერა და  მკითხა მე ვიყავი თუ არა ის ფორთოხლის გოგონა კლასიკურ ფილოლოგიაზე რომ სწავლობდა. დადასტურების შემდეგ მითხრა, რომ კახა ბენდუქიძეს რაღაც შემოთავაზება ჰქონდა ჩემთვის და სურვილი ხომ არ მექნებოდა შეხვედრაზე მივსულიყავი. ამ მონაწერით იმდენად დაბნეული ვიყავი, ორი საათი შოკიდან გამოსვლას მოვუნდი, მერე კი, რა თქმა უნდა, შეხვედრაზე დავთანხმდი.

თუ სწორად მახსოვს, 22 მარტს სტუდენტურ ბარათზე ჩარიცხული უკანასკნელი თეთრებით ძლივს მივაღწიე თავისუფალ უნივერსიტეტამდე და აბსოლუტურად დაბნეულმა გავიარე გასაუბრება. იქ გავიგე, რომ კახა ბენდუქიძე ეძებს თანაშემწეს და აქვს სურვილი, რომ მე ვიმუშაო ამ თანამდებობაზე. ძალიან იმედგაცრუებული და შერცხვენილი წამოვედი, მეგონა, რომ შეხვედრაზე საოცრად სასაცილოდ წარმოვაჩინე საკუთარი თავი და არავინ არასდროს არ დამიკავშირდებოდა ამ საკითხზე. Read the rest of this entry »

Advertisements

ობლად დარჩენილი შვილები – ჩვენ და ბენდუ

Posted on Updated on

„იუდამ იცოდა რომ მისი დიდი ცოდვის გარეშე ადამიანი ღმერთს ვერ მოიპოვებდა და მისცა ღმერთი ადამიანს“.

ჯ. ქარჩხაძე

ხშირად ხდება ხოლმე ისე, რომ ადამიანებთან ვირტუალურ ურთიერთობებს ვამყარებ. ჩემმა მეგობრებმა ეს ძალიან კარგად იციან, რის გამოც, ეს ამბავი, სიცილის საგანიც ხშირად გამხდარა. ეს სკაიპით ან ფეისბუქით უცხო ადამიანების დამატებას და საუბარს არ გულისხმობს, ეს ჩვეულებრივი კონტაქტია, ოღონდ ემოციებით და არა სიტყვებით. ასე მოხდა ჩვენ შემთხვევაშიც.

ბავშვობიდან მსმენოდა მასზე ძალიან ბევრი რამ, კარგიც და უფრო მეტი – ცუდი. მეც არ მიყვარდა, მეტიც, ძალიან არ მიყვარდა, უბრალოდ იმიტომ, რომ ასე ამბობდნენ, მეტი არაფერი, არაფერი პირადული. დღემდე არ ამომდის მეხსიერებიდან ის კადრები, ტელევიზორიდან, ძალიან პატარა, რომ მივჩერებოდი, უამრავი ქალი გარეთ გამოსულიყო და გაჰკიოდა: „ბენდუქიძე – იუდა!“ შემდეგ კი მისი და ვიღაც ქალის კადრი იყო ფანჯარაში, რომელიც დღემდე დედამისი მგონია. აძაგებდნენ მას და ვერც მე ვიტანდი, ასე ამბობდნენ ცუდიაო, საქართველო გაყიდაო, ესაო, ისაო, არც მაინტერესებდა ეს ამბები და დიდად არც განვიცდიდი, უბრალოდ არ მიყვარდა რა, მაგრამ ეს მანამდე, სანამ ერთმანეთს პირველად შევხვდებოდით.

ეს თავის უნივერსიტეტში, გაცნობითებზე მოხდა.  Read the rest of this entry »