თავისუფალი უნივერსიტეტი

კახა ბენდუქიძის გახსენება

Posted on Updated on

2004 წლის გაზაფხული იდგა. თბილისში ხმა დაირხა, კახა ბენდუქიძე ჩამოდისო. ახმაურდნენ ჟურნალისტები, კარი აუტალახეს კახას დედას…

ჩამოვიდა კახა ბენდუქიძე, ჩამოფრინდა უხმაუროდ, არც ამალა ჩამოჰყოლია, არც დამხვდურებს გაუვსიათ იქაურობა. მხოლოდ და დახვდა, სხვა არც არავინ სჭირდებოდა. ის ხომ შინ ბრუნდებოდა!

არავითარი ზარზეიმი! ეს მისი ცხოვრების ლირი აღმოჩნდა, ამაში ბევრჯერ დავრწმუნდი.

lia-chlaidze2ახალი ჩამოსული იყო. ერთ ინტერვიუში ჟურნალისტი ჩააცივდა, რატომ ჩამოხვედითო? ბატონმა კახამ შეკითხვა აირიდა. არ მოეშვნენ. ბოლოს ძალიან შეწუხებულმა გატანჯული სახით უთხრა: მაგ კითხვაზე არ გიპასუხებთო. არა და, როგორ ელოდებოდნენ გაცვეთილ ფრაზებს: „ჩემს სამშობლოს ვჭირდები, ჩამოვედი რომ ქვეყანას ვემსახუროო“. ეს ბანალური საუბარი იქნებოდა, კახა ბენდუქიძეს რომ არ ეკადრებოდა ისეთი.

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რაღაც თავყრილობას აშუქებდა ტელევიზია. ბატონი კახა ჩვენი სტუდენტი ახალგაზრდობის გაუნათლებლობით აღშფოთებული იყო. ალბათ ამან აფიქრებინა ისეთი უნივერსიტეტის დაარსება, ქვეყნის სატკივარს რომ უშველიდა. კახა ბენდუქიძის „თავისუფალ უნივერსიტეტში“, არა მხოლოდ სპეციალობას ეუფლებიან, ზოგად განათლებასაც იღებენ. ეს უნივერსიტეტი უფრო მეტია, ვიდრე სასწავლო დაწესებულება. Read the rest of this entry »

Advertisements

„ბენდუქიძე იუდა“

Posted on Updated on

bajelidze 1აბიტურიენტობისას მკაცრად მქონდა გადაწყვეტილი, რომ ფილოლოგი უნდა გავმხდარიყავი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მინდოდა სწავლა, გონებაში ფოტოც კი მქონდა წარმოდგენილი, რომელშიც პირველი კორპუსის წინ ვდგავარ, ხელში ქართველი ენათმეცნიერების სქელყდიანი წიგნები მიკავია და სხვა ჩემნაირებს ვესაუბრები. მერე ჩვენს სკოლაში თავისუფალი უნივერსიტეტიდან მოვიდნენ და აბსოლუტურად ახალ ფაკულტეტზე გვესაუბრნენ, რომლის გახსნასაც უნივერსიტეტი იმ წელს აპირებდა. სახელიც ჟღერდა „სახელმწიფო მართვის სკოლა“, აბა, ვის არ უნდა, სახელმწიფო მართოს?! მეც ერთბაშად ამომიტივტივდა გონებაში, როგორ ამყარებდა ბავშვობაში ბებიაჩემი იმედებს ჩემზე და მეუბნებოდა, პირველი ქალი პრეზიდენტი შენ უნდა გახდეო და მეც მტრად მხოლოდ ბურჯანაძეს მივიჩნევდი, რომელიც ისევე „უმიზნებდა“ პრეზიდენტის პოსტს, როგორც მე. პრეზენტაციის შემდეგ საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ არც ფილოლოგობა მინდოდა, არც ჟურნალისტობა, არც ფინანსისტობა და არც არაფერი, უბრალოდ, ძალიან მინდოდა თავისუფალ უნივერსიტეტში მესწავლა.

იქამდე აბიტურიენტობა დიდად სტრესულ საქმიანობად არ მესახებოდა, მაგრამ მერე ყველაფერი შეიცვალა, ვიცოდი, რომ კონკურენცია მაღალი იქნებოდა, მისაღები სტუდენტების რაოდენობა კი მცირე. საბოლოოდ, ჩემმა მონდომებამ გააართლა და 28 აგვისტოს გავიგე, რომ გავხდი სტუდენტი იმ უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის, რომელიც მინდოდა.

უცნაურია, რომ პირველი სურვილი, რომელიც გამიჩნდა ბენდუქიძესთან ჩახუტება იყო. Read the rest of this entry »

კახა და მე

Posted on

10 ნოემბერს 3 წელი გავიდა, რაც მამა აღარ მყავს. მე მყავდა მსუქანი და ჭკვიანი მამა, რომელიც ხშირად მელაპარაკებოდა ცხოვრებაზე, სამყაროზე და ჩემს მომავალზე. დაახლოებით, 3 წლის წინ ერთმა კიდევ უფრო მსუქანმა და ჭკვიანმა კაცმა სამართლის სკოლის სტუდენტების ნაწილთან შეხვედრები დაიწყო, საჭირო და არასაჭირო კანონების გარჩევა და წერა რომ გვესწავლა. ვის არ ენდომებოდა კახა ბენდუქიძისგან მასტერკლასის მიღება. ასე იცოდა ხოლმე, ზუსტად იმ დროს გამოჩნდებოდა შენს ცხოვრებაში, როცა ყველაზე მეტად გიჭირდა.

image-de05edc8423bb23ca1dd0ed56e7e879b54dd43cb6d68636887dcbe1b1f84f5bc-Vცოტა ხანში გავიგე, რომ კახა ბენდუქიძეს პირადად ჩემთან უნდოდა შეხვედრა. ახლობლებს და მეგობრებს ბევრი ვერსია გაუჩნდათ – სამსახურში ავყავდი, სასწავლებლად მიშვებდა, თუ პირდაპირ, ასდოლარიანების შეკვრას დამიდებდა მაგიდაზე. რასაკვირველია, ყველა შეცდა. კახამ უბრალოდ მითხრა, რომ ძალიან ჭკვიანი ვარ და ამის სწორად გამოყენება უნდა ვისწავლო. „მარიამ, ეს იგივეა მე რომ ეზოში ნავთობს ან ოქროს საბადოს მივაგნო, გავიარო და არაფერი გავაკეთო. მე კიდევ არ მიყვარს გამოუყენებელი რესურსები“. რომ გამოვედი ყველა მეკითხებოდა, რა გითხრა, რამე შემოგთავაზა? მე ვპასუხობდი, რომ უბრალოდ ვილაპარაკეთ და თან ვიცოდი ის, რაც არ ვიცოდი შესვლამდე – მე კახას ოქროს საბადო ვიყავი! Read the rest of this entry »

კახა ბენდუქიძე – მომავლის არქიტექტორი

Posted on Updated on

Nov 10 (6 days ago) 
Natia Khantadze <n.khantadze@….ge> to Kakha

გაუფრთხილდით თავს. დედაჩემის ამბის შემდეგ ცხოვრება ჩემთვის ძალიან მყიფე გახდა და სულ მგონია, რომ ადამიანი შეიძლება ერთ წამს იყოს და წამიერად გაქრეს.

IMG_2977დაისვენეთ თუ ამის შესაძლებლობა გაქვთ.

Nov 10 (6 days ago)
Bendukidze, Kakha A. to me

ბინდისფერია სოფელი,
თანდათან უფრო ბინდდება,

რა არის ჩვენი სიცოცხლე,
ჩიტივით გაგვიფრინდდება,
ჩვენს ნასახლარზე ოდესღაც
ბალახი აბიბინდდება.

ეს არის ჩემი და ბატონი კახას ბოლო მიმოწერა. შემდეგ 13 ნოემბერს მივწერე „როგორ ხართ?“ და პასუხი აღარ მიმიღია. მახსოვს 13 ნოემბრის დღე, თავისუფალი უნივერსიტეტის გამოსაშვებ საღამოს ვგეგმავდით და შეხვედრაზე ყველა ერთმანეთს ვეკითხებოდით „ხომ არ გამოჩენილა ბატონი კახა?“. Read the rest of this entry »

ობლად დარჩენილი შვილები – ჩვენ და ბენდუ

Posted on Updated on

„იუდამ იცოდა რომ მისი დიდი ცოდვის გარეშე ადამიანი ღმერთს ვერ მოიპოვებდა და მისცა ღმერთი ადამიანს“.

ჯ. ქარჩხაძე

ხშირად ხდება ხოლმე ისე, რომ ადამიანებთან ვირტუალურ ურთიერთობებს ვამყარებ. ჩემმა მეგობრებმა ეს ძალიან კარგად იციან, რის გამოც, ეს ამბავი, სიცილის საგანიც ხშირად გამხდარა. ეს სკაიპით ან ფეისბუქით უცხო ადამიანების დამატებას და საუბარს არ გულისხმობს, ეს ჩვეულებრივი კონტაქტია, ოღონდ ემოციებით და არა სიტყვებით. ასე მოხდა ჩვენ შემთხვევაშიც.

ბავშვობიდან მსმენოდა მასზე ძალიან ბევრი რამ, კარგიც და უფრო მეტი – ცუდი. მეც არ მიყვარდა, მეტიც, ძალიან არ მიყვარდა, უბრალოდ იმიტომ, რომ ასე ამბობდნენ, მეტი არაფერი, არაფერი პირადული. დღემდე არ ამომდის მეხსიერებიდან ის კადრები, ტელევიზორიდან, ძალიან პატარა, რომ მივჩერებოდი, უამრავი ქალი გარეთ გამოსულიყო და გაჰკიოდა: „ბენდუქიძე – იუდა!“ შემდეგ კი მისი და ვიღაც ქალის კადრი იყო ფანჯარაში, რომელიც დღემდე დედამისი მგონია. აძაგებდნენ მას და ვერც მე ვიტანდი, ასე ამბობდნენ ცუდიაო, საქართველო გაყიდაო, ესაო, ისაო, არც მაინტერესებდა ეს ამბები და დიდად არც განვიცდიდი, უბრალოდ არ მიყვარდა რა, მაგრამ ეს მანამდე, სანამ ერთმანეთს პირველად შევხვდებოდით.

ეს თავის უნივერსიტეტში, გაცნობითებზე მოხდა.  Read the rest of this entry »